ემი ვაინჰაუსის სიკვდილის მიზეზი

July 31, 2011 at 13:08 (ნიუსები)

ცნობილი მომღერლის ემი ვაინჰაუსის სიკვდილი ცნობის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში მისმა გულშემატკივრება მისი სიკვდილის მიზეზების განხილვა დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაინჰაუსის სიკვდილის შემდეგ მისი შესახებ სოციალურ ქსელებზე 200 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი მომღერლის დაღუპვის შემდეგ დიდ ბრიტანეთში მისი ალბომების გაყიდვის რაოდენობა 37–ჯერ გაიზარდა. ასევე მოწინავე მუსიკალური ჩარტების სათავეში გამოჩნდა მისი სიმღერებიც და თითქმის ყველგან ლიდერობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცავებმა მომღერალ ემი ვაინჰაუსის სახლში ნარკოტიკული ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს. არსებობდა ეჭვი, რომ მომღერალი ნარკოტიკების დიდი დოზი მიღების შედეგად გარდაიცვალა. ისტორიას კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის მისი პირადი ექიმის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ ვაინჰაუსი მასთან პარასკევს იმყოფებოდა და აბსოლიტურად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. აღნიშნულ ინფომაციას ‘The Sun’ ავრცელებს. ‘ექიმი მისი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილი იყო, როდესაც პარასკევს საღამოს მომღერალი მისგან წამოვიდა იგი თავს კარგად გრძნობდა და არაფერი აწუხებდა, ხოლო 24 საათის შემდეგ იგი მკვდარი იპოვეს’ – ნათქვამია ექიმის განცხადებაში. სამართალდამცავების განცხადებით, ვაინჰაუსი ექიმების მისვლამდე 6 საათით ადრე გარდაიცვალა. ბოლოს იგი ცოცხალი მისმა დაცვის წევრებმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნახეს. ცნობილია, რომ მომღერალს არაერთხელ ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან დაკავშირებით და გარკვეული პერიოდი მკურნალობის კურსსაც გადიოდა, ასევე მას ფილტვებისა და გულის პრობლემებიც ჰქონდა. ვაინჰაუსი მიმდინარე წელს ლონდონის სარეაბილიტაციო ცენტრში გადიოდა მკურნალობას. მკურნალობის დანიშვნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ერთ–ერთ კონცერტზე იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გამოვიდა, მაშინ მისი ამ მდგომარეობის გამო მომდევნო ორი კონცერტიც გადაიდო. ამ მომენტისთვის მისი ოჯახის წევრები მისი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღების გამო სიკვდილ უარყოფენ. სიკვდილის რეალური მიზეზი მხოლოდ გაკვეთის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ემი ვაინჰაუსი 23 ივლისს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. 27 წლის მომღერალი 5 გზის გრემის მფლობელია. ცნობისთვის ვაინჰაუსს ევროპული წესით დაკრძალავენ..


ბევრი ადამიანისათვის იყო მართლაც უსაყვარლესი მომღერალი, თუმცა მე პირადად მისი ნამუშევრების დიდი მოყვარული ნამდვილად არ გახლდით..არც მის მიერ წარმართული საკუთარი ცხოვრება არ მხიბლავდა.. მითუმეტეს იგი საკუთარ ჯანმრთელობას უდიდეეს საფრთხეს უქმნიდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ხშირი მიღებით..ამ ბლოგთან ერთად განვათავსებ მის ფოტოებს მანამდე სანამ იგი თმის ვარცხნილობას შეიცვლიდა, სანამ ტატუების და პირსინგების აურარებელ რიცხვს მოითავსებდა სხეულზე და ყველაზე მთავარი მანამდე სანამ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებას დაიწყებდა.. ნახავთ თუ რაოდენ უფრო მეტად მიმზიდევლი და მშვენიერი იყო მაშინ ვიდრე ამ უკანასკნელ მომავალში.

Permalink 1 Comment

გია ფერაძე ლექსები

July 30, 2011 at 13:08 (პოეზია)

გაღიმებაც ვერ მოსაწრო ტკივილსგან ვერც იყვირა
როგორც თოვლი შემომადნა ხელში ჩემი ციცქნა ირა
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს აღდგომა და ყველა კვირა
მე მიწაში უნდა ვეგდო შენ ცოცხლობდე ჩემო ირა

ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი
მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი
მთავარია შენზე დარდში ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები

ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი
რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი
მალე შენსკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა
ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა ჩაიძირა

ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობ
ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩაანდეს ცაზე მთვარე.

ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!

****
ხუთი წლის უკან…
ხუთი წლის უკან…
ერთად ვიყავით ჩემო ირინა,
ამ დაწყევლილი დღეს, სწორედ ორშაბათს
ჩვენ შავმა კატამ გადაგვირბინა.
ისე გავიდა ეს ხუთი წელი,
თითქოს გავიდა ცხოვრება მთელი.
ვერ გივიწყებ და თუ გინდ მომკალი,
რა ძალა გქონია ასეთი მწველი.
ხუთი წლის უკან…
ხუთი წლის უკან…
რა ბედნიერი ვიყავით არა?
ამ დაწყველილ დღეს, თანაც ორშაბათს
დამტოვე მარტო ჩემო პატარა.
როგორ მიყვარხარ ღმერთს გეფიცები
მე უნდა მომკლას შენზე ფიქრებმა,
ასე იყო და ასეა დღესაც
კუბოს კარამდე ასე იქნება.
ხუთი წლის უკან…
ხუთი წლის უკან…
არ დავიწყების რეკენ ზარები
შენზე მგლოვიარე კვდება ფერაძე
ღმრთისგანაც კი შენაზარები.

*****
რაც მოხდა , მოხდა დასრულდა
გული შუაზე გაიყო.
ვინც მიყვარდა ან რაც მსურდა
ყველა მორევმა წაიღო.
რუსთაველის თეატრს მოვწყდი,
როგორც ძუძუს პატარა,
ამერიკა, იტალია,
რა ვთქვა, სად არ მატარა.
შოტლანდია,
საბერძნეთი,
ინგლისი და ვარშავა,
თქვენი გია იმ ქვეყნებში,
აღარასდროს არ ჩავა.

აღარც სცენა,
კულისები,
არც გრიმი და როლები
ყველა ჩემს როლს ნათამაშებს,
ცრემლით ვეამბორები.

ვით ვარსკვლავი მოწყვეტილი,
კოსმიური მარსიდან.
ჩემი თავი მოვისროლე
“კავკასიის” კასრიდან.

მომიტევეთ თუკი ვინმეს
გაწყენინეთ რაიმე
ბნელსა ვზივარ, ექოდ მესმის
ჩემივ ოხვრა – “ვაიმე

ცუდს ვერავინ იტყვით რადგან,
ყველა ჩემი ბრალია.
მართლა ხშირად მახსენდებით,
კაცია თუ ქალია.

თუკი ვინმეს არ ვუყვარვარ
მისცეს დღენი დღეგრძელი.
მათთან ჩემი ყრადღებით
მეტი ვეღარ შევძელი.

ეხლა გაზეთს და რადიოს,
დღე და ღამე შევნატრი.
რომ როგორმე მომაგონონ,
ჩემი ძველი თეატრი.

ვიცი აღარ დაბრუნდება, ძველი დრო და მომენტი,
– “რატომ აცდენ, რატომა სვამ”! ვეღარ მეტყვის
რ ო ბ ე რ ტ ი.
ალბათ უკვე ჩაესვენა, ჩემი ფერთა მოლბერტი,
ხომ მოგცილდათ თეატრიდან.
ამ ცხოვრების
ხ ო რ ც მ ე ტ ი.

მე ჩემს სასჯელს ვიხდი გულით, მთელი ჩემი ზრდილობით,
ზოგ-ზოგივით ვერ ვიცხოვრებ, ჩემი “პადხალიმობით”
ბევრი წყალი ჩამოირბენს, ხან მღვრიე, ხან ანკარა.
არც კი ვიცი როდის გნახავთ,
ან გნახავთ და ან არა…

ბედმა ფეხი წამომიდო, როცა ვიყავ თქვენს გვერდში,
ღმერთმა არ ქნას რომელიმე,
რომ ჩავარდეთ,
ჩემს დღეში.

მერე იტყვით: “ყოჩაღ გია, რა ნერვები გქონია”!
შეცოდებით, შეგიცოდებთ, გულით?! არა მგონია!

საბოლოო თხოვან მრჩება,
რომ გამოხვალთ სცენაზე,
თქვენთვის ჩუმად გაიხსენოთ,
ერთი, გია ფერაძე.

დასასრული

ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარ,
ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.
ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,
მაგრამ რაღა დროსია… კომედია დასრულად!

რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,
მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი…
ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?
ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!

ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,
შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობა
თქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.
ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.

ბევრთან შევცდი… სხვა “ბევრი” ჩემთან არის “ჩაჭრილი”
ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.
თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,
კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.

სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.
ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,
ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.

რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან…
ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.
მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია…
ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.

მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები…
სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია…
ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,
კომედია დასრულდა?… დასრულდა ტრაგედია!

*****

მენატრება სცენის მტვერი,
რაღაც დიდი დოზით, ჭარბად.
თუ ციხიდან გამოვძვერი,
ჩავისუნთქავ ისევ ხარბად.

ჩუმად შემოვიპარები
რადგან ჩემებრ “დამნაშავეს”
დაკეტილი აქვს კარები
და დავკოცნი მტვრიან ფარდებს
კულისებს , სკამებს, თოკებს,
ძველ ლარნაკის გამხმარ ვარდებს.
ღმერთო, რაღა დამაოკებს

მერე გავალ სცენის გულში
რაღაც გრძნობის გასახარად
ბედნიერი იმ წარსულში
უბედური აწ და მარად.

*****

იმარცვლება ტანჯვის კრიალოსანი,
ასე გავხდი მყრალი ციხის მგოსანი.
მალე ხუთი წელიწადი გახდება,
არ მიხილავს ყვავილი და ფრთოსანი.

არ მინახავს დედაჩემი – საბრალო,
რას გაიგებ ბადრაგო თუ კაპრალო.
თქვენ მაშინაც თოფის კონდახითა მცემთ,
ოცნებისას ცრემლი რომ ვერ დავმალო.

მესიზმრება ჩვენი კავკასიონი,
მესიზმრება ჩვენი წმინდა სიონი;
და გთხოვთ, ნურვის გაგიკვირდებათ,
…მესიზმრება “დინამოს” სტადიონიც.

დაგეხვრიტეთ! მოვრჩებოდი წამიერ,
მეც სიკვდილი შემიცვლიდა ამ იერს;
დახვრეტის წინ ერთს კი ვიღრიალებდი,
საქართველოვ, იყავ მრავალჟამიერ

”მარიკას”

ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
სად იჩქარის მარიკა, ჩემგან ობლად შთენილი.
უკან მისდევს ცუგრია, არ წყინდება ხტუნება.
შვილო როგორ მწყურია შენი ჩახუტუნება.
მართლა საით მიდიხარ, მაგ ფერადი ბუშტებით.
ოი, როგორ მინდიხარ, მკერდს ვილეწავ მუშტებით.
ბავშვმა დედა არ იცის, რომ სითბოდ მოჰფენოდა,
ვეღარ ისმენს მის სიცილს, მერე რარიგ შვენოდა.
მამა ჯერ ცოცხალია, მარიკასთვის-ლეშია,
ვა რა დიდი ბრალია, რომ ცივ სიბნელეშია.
რომ გაგიცნობ ცხადია, ჩემო თეთრო თოლია,
ვინც კი დანაბადია, ყველას მამა ჰყოლია.
გაცნობა კი მოხდება, როს მიხილავ ცხედარად.
მაშინ ალბათ არ იტყვი: რად, მომიკალ დედა, რად!
მაშინ შეგებრალები, დაბრუნდება ღირსებაც.
ეს ლამაზი თვალები ცრემლით ამოივსება.
ციმბირიდან გიყურებ, მარი, ჩემო ყველაო.
აბარტყუნებს დიდ ყურებს, შენი ცუგრიკელაო
ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.
ჰა, ეს ლექსიც მარიკა, შენსკენ გამოფენილი.

*****

ჩემს პატარა მარიკელას ,
კაბა როგორ უხდება.
ლოცვად მისად წმინდა წყარო ,
ცრემლად აჩუხჩუხდება.
მზე თვალს ნაბავს , ეფერება ,
მზე ხომ მისი დედაა.
მარიკელაც მზის სხივს კოცნის ,
იცის , დედისერთაა.
ასეთს ვინ არ შეიყვარებს ,
კეთილს და თავაზიანს ,
როგორც შველი ისე დარბის
ღმერთო – რა ლამაზია.
ზეცას შევთხოვ , მზის ქვეშეთში ,
უდარდელად გატაროს
მარიკელა , სევდავ ჩემო ,
მარიკელა – პატარა !

****

ჩემსავით მარტო , მოწყენით,
ჩემსავით განმარტოებით,
ციხის კედლებშიც იზრდება
წითელი ყაყაჩოები.

შორიდან ჩუმი ალერსით,
სარკმლიდან ფრთხილად
ვდარაჯობ.
ალბად ცოტა აქვს მისჯილი
ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.

სხვაობა იცით რაშია!
და განსხვავება რა არის?
პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ
ვეებერთელა ცა არის,

მე კი, რადმენი ხანია,
ვარამს ჩემს გულში ვინახავ.
არც მზე და არც ვარსკვლავები,
წლებია რაც არ მინახავს.

მე და ყაყაჩო ერთნი ვართ,
სიკეთისაკენ მარები.
ორივე ცოდვის შვილი და
ორივე პატიმარები…

*****
მე თუ დაგშორდით ჩემო შვილებო,
ჩემო სოფიკო, მაკა, ბიძინა,
თქვენმა მამიკომ კი არ დაგტოვათ,
თქვენს ფიქრში მწარედ ჩამოიძინა.

აბა თქვენ იცით ჩემო ოჯახო
ჩემო ძმაო და ჩემო დედიკო,
უკვე ვატყობდი, დაჭერის მერე
რომ ჩემი საქმე კარგად ვერ იყო

გემშვიდობებით შვილებო, დედავ
რაზე ჩამიდგან ნეტავ დრო ჯინში,
კარგად იყავით იბედნიერეთ
თუ ცოცხალი ვარ, დიდი ბოდიში.

* * *
რამდენჯერ წვერი მოვუშვი
შემემთხვა უბედურება,
პირველად მამა მომიკვდა
თითქოს დამწყველა ბუნებამ.
მეორედ წვერი მოვუშვი,
ფილმში მიღებდნენ, მჭიროდა…
ცოლი ხელებში ჩამაკვდა,
მაღლით ბუნება ტიროდა.
თურმე მართალი ყოფილა
თუ შეგიძულა ბუნებამ,
ვერა, ვერ დაემალები,
თან დაგდევს უბედურება.

****
ჩემი ცხოვრება უშენოდ
დიდი ჩამქრალი მზე არის,
დღეს შენი დაბადების და
ჩემი სიკვდილის დღე არის.
დღეს განწყობა მაქვს ისეთი,
მინდა რომ შენზე ვილოცო,
ეს შენი დაბადების დღე
სადა ხარ, სად მოგილოცო?!
უნდა დაფიქრდე რომ საქმე,
სატირლად არ გაიხადო,
ნეტავ შენს გვერდში მამყოფა,
დღეობა გადაგიხადო.
დღეს ჩემი გული არ ფეთქვას
გაქვავებული ხე არის,
დღეს შენი დაბადების და
ჩემი სიკვდილის დღე არის.

***
რა ბედნიერი ვიყავი წუხელ…
აზრი არა აქვს… არავის ვუმხელ
რა ბედნიერი გამხადე ღმერთო,
სიონში ვიყავ, იქ იყო ყველა;
ჩემი სნათელი “ჯვარცმასთან” ენთო,
როგორც სიმბოლო “დახსნა” და “შველა”.
იყო ზაფხულის ღია სარკმელი,
სანთლები ლოცვის ხვატით დნებოდა,
ტაძარში-სუნი, წმინდა საკმევლის.
გარეთ კი ძმები მელოდებოდა.
ისმოდა ძველის ძველი გალობა,
ერთად შემკული ვით თაიგული
და ზეციერის დიდი წყალობა,
სიყვარულისგან სკდებოდა გული.
იქ იყავ შენაც, გეცვა ცისფერი,
და ცის ასულის გქონდა იერი.
გაოცებული დიდხანს გიცქერდი,
რა კარგი იყავ, რა მშვენიერი…
მერე გაწვიმდა… თბილისის წვიმა…
და ნიაღვარმა ლამის წამიღო.
რა ბედნიერი ვიყავით წინათ…
ეს ყველაფერი ხო მართლა იყო…

გამარჯობა ჭიაყელავ!

გამარჯობა ჭიაყელავ! მე ვარ ვეღარ მიცანი?
შენ ერთს გელის სამარე და ჩემი კუბოს ფიცარი.

დამაცალე, მოვაგროვო დასამარხი ლოდები,
ერთგული ხარ ჭიაყელავ, ვიცი, რომ მელოდები.

ცოტა კიდევ დამაცადე ჩემი კუბოს მაყარო,
ისე უნდა დავლპე ზევით, პირიც არ დამაკარო.

ჯანსაღს როგორ ჩამოგიტან, ამ ჩემს სხეულს მიწაში,
გაოცდები, რომ შეძვრები ჩემი კუბოს ფიცარში.

მაგრამ მაინც ჩემი ხარ და თან საოცრად ერთგული
შენი იყოს დაულპობი გატანჯული ეს გული.

თანაც გათბი ჩემი გვამის ფოსფორი რომ იალებს
შეექეცი, რას გაუგებ, ე, მაგ გულის იარებს.

****

წმინდა სანთელი დავანთე შენთვის
რატომღაც ჩემსკენ გადმოიხარა,
და სანთელიდან ღვენთი წვეთ-წვეთად
ჩემი ცრემლივით გადმოიღვარა.
მხოლოდ ღვთისმშობელს, წმინდა მარიამს
ან წმინდა ნინოს თუ შეგადარებ,
დაგროვილი წვეთებს, ცრემლად ნაღვენთებს,
მთელი ცხოვრება ხელით ვატარებ,
ვფიცავ სალოცავს, რომ მოუთმენლად
ისეთ მომენტს და ისეთ დროს ველი,
შენ ხატი იყო და მე მარადჟამს
მუხლმოდრეკილი, შენზე მლოცველი.
ოღონდ ეს არის, ვერ მოვაღწიე
ვერ მოვახერხე შენს წინ დამხობა
შევევედრები მამაზეციერს,
მთელი ცხოვრება ასე მამყოფა

დედა !
(ბავშურ კილოზე)

კარგი დედა , ნუ ტირიხარ ,
ნუ ტირიხარ რა !
ღიმილი და სიხარული
რატომ ჩაგიქრა.

რა მოხდა რომ პატიმარი
შვილი გყოლია ,
პატიმრობა ბავშობიდან
არ დამყოლია.

ეს ხომ ავი ტრიალია
ჩემი ბედისა.
დედა , შენი ჩახუტება ,
აღარ მეღირსა.

ნუ ტირიხარ , გეხვეწები ,
ნუ მისერავ გულს.
შენზე უფრო , შენი ნახვა ,
შენ შვილს უფრო სურს.

ეს ოხერი დრო გაირბენს ,
მალე გნახავ მე.
ნუ ტირიხარ , შემოგევლე ,
შენი ჭირიმე.

მოიშორე გულზე დარდი ,
ყურს ნუ უგდებ სხვას ,
ჩემზე დარდით გევედრები
ნუ ითეთრებ თმას.

ნუ ტირიხარ , ჩემო დედა ,
გეყო ფიქრები.
ძაან მალე , გეფიცები ,
ერთად ვიქნებით.

ახლა მივხვდი შენი ფასი ,
თუ რა ყოფილა.
დედა-შვილის სიყვარული ,
სად გაყოფილა ?!

ამიტომაც გამიმაგრდი ,
არ მოხუცდე რა ?!
რომ გამოვალ ყურში ჩუმად
მინდა რომ გითხრა:

მე შენს მეტი ჩემო დედა ,
არვინ მინდა სხვა.
ისე მწარედ ჩაგეხუტო ,
ვერაფერი თქვა.

ამიტომ გთხოვ , ასე მწარედ ,
ნუ ემდური ბედს.
კარგი დედა , საყვარელო ,
ნუ იტირებ მეტს!

ირინას !

” ადამიანი მეორდებაო”
მეცნიერები მსჯელობენ ასე ,
მე არ მჯეროდა , მაგრამ ეს ფრაზა ,
მოულოდნელად დღეს დავაფასე.
ვნახე ჟურნალი სულ ძველის-ძველი ,
და საოცრება ! შენი სურათი !
გაცინებული , სიცოცხლით სავსე ,
თვალში ცეცხლით და ხელში სურათი.
ო , ეგ სიცილი , ეგ ბაგე-კბილი ,
შენი მანერა და შემართება.
ციხის ქვის კედელს შუბლით ვასკდები ,
ხომ არ ვგიჟდები… რა მემართება . . .
ეს ჟურნალი და ძველი სურათი ,
მჯერა , იქნება ამის თავმდები/
რომ სიყვარულო , ჩემო – ირინა ,
შენ ისევ ისევ დაიბადები ! ! !

Permalink Leave a Comment

გია ფერაძე

July 30, 2011 at 13:08 (ხელოვნება)


გია ფერაძე

ათ დღიანი განშორების შემდეგ ისევ დაგიბრუნდით..ცოტა მეც დავისვენე და გავშორდი ქალაქის მტვრიან და ხმაურიან ქუჩებს.. დღევანდელი პოსტი მსურს მივუძღვნა ადამიანს რომელიც ჩემთვის ყველასგან ძალზედ განსხვავებული იყო..სულიერად, პიროვნულად თუ ბუნებით.. დარწმუნებული ვარ მას მართლაც გულწრფელი სიყვარულით უყვარდა მეუღლე ირინაა მიქატაძე რომელიც იმ ” დაწყევლილი” კალმის ფორმის იარღაის წყალობით დაკარგა და მოუსწრაფა სიცოცხლე.ალბად ძნელი მისახვედრი არაა რომ ვსაუბრობ არაჩვეულებრივ მსახიობსა და მართლაც თბილისის კოლორიტზე გია ფერაძეზე.. ერთ მშვენიერ დღეს მის ლექსებს წავაწყდი ერთ-ერთ საიტზე.. საშინლად გულში ჩამწვდომი, სინანულით აღსავსე და სევდის მომგვრელი იყო, მაგრამ ამასთანავე განუსაზღვრელი სიყვარული იდო იმ ადამიანების მიმართ ვისაც ლექსებს უძღვნიდა იგი. ამიტომაც დამაინტერესა მისმა ბიოგრაფიამ და რამდენიმე სტატიასაც გადავავლე თვალი, მისი ეს ტრაგიკული ამბავიც შევიტყვე.. რომ რამდენიმე ვერსია ტრიალებდა ქალაქში (ახლაც ჯერ კიდევ გაურკვეველია).. ზოგნი და ალბად არაკეთილ მოსურნენი ამბობდნენ რომ მან მეუღლე განზრახ მოკლა, არსებობს ასეთი ვერსიაც რომ ირინა მას შორდებოდა და გიამაც ამის ნიადაგზე მოკლა, მისი მეგობრები და ახლობლები კი ამბობენ რომ სრულიად შემთხვევით შემოაკვდა.. ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს დატრიალდა. 18-ში გუდაურიდან ჩამოვიდნენ, სადაც შეყვარებულ წყვილს სამი დღით ფეიერვერკი მოუწყვიათ. ხელში აყვანილი დაატარებდა თურმე, გუნდაობდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ. „ირინას გია ძალიან უყვარდა. მაშინ გიას ცოლი ჰყავდა და გაეყარა. მერე ირინა შეირთო. ირინა ძალიან კარგი გოგო იყო, გარეგნულადაც და ბუნებითაც შემკული. უზომო სიყვარულისგან ეჭვიანობდა.
იმ კალმისტარ-იარაღს ისეთი წვრილი ტყვია ჰქონდა, საწყალ ირინას ორ ნეკნს შორის გაუარა, აორტა გახია… ნეკნში რომ მოხვედროდა, 5 მილიმეტრიანი ტყვია ვერ მოკლავდა.


ირინა მიქატაძე

იარაღი „დუხოვკაში“ შეაგდო და სახლიდან ფეხშიშველი გამოვარდა. როგორ გინდოდა გაგეღვიძებინა სიდედრ-სიმამრი და გეთქვა, შვილი მოგიკალითო. დაბნეული გავარდნილა. მაგის შტაბ-ბინა კინოსტუდია იყო, სადაც მეგობრებს ხვდებოდა. კინოსტუდიის წინ ასაკიანი ქალი ცხოვრობდა, რომელთანაც როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა. ასე არ არის, მასთან მეგობრობდა. საბურთალოდან იქ ფეხით ჩასულა. მერე ორი ლიტრა არაყი დაულევია, რომ გათიშულიყო და თავის შესაფარებლად იმ ქალთან მისულა. დავამთავრე ჩემი სიცოცხლე და უნდა ჩავბარდეო. დილით მილიციაში მივიდა. ამის შემდეგ ირინას მშობლებს მისი დანახვაც კი არ უნდოდა და ირინას მამამ ჯუნა მიქატაძემ იმდენი ქნა რომ ციმბირში გააგზავნა და უმძიმესი სასჯელი მიასჯევინა..ირინას მშობლებს მისის სახელის გაგონებაც არ სურდათ და გიას ქალიშვილი მარიკუნაც ისე აღზარდეს რომ მამაზე ერთ სიტყვასაც არ ეუბნებოდენენ. ექვს წლამდე ბავაშვს ატყუებდნენ კიდეც დედის ამბავს და ეუბნებოდნენ რომ გერმანიაში იყო წასული სამუშაოდ.. თუმცა ეს ტყუილიც არ გაგრძელდა დიდ ხანს, რადგანაც ერთმა მეზობლის ბავშვმა ირინას წამოაძახა რომ მას მამამ დედა მოუკლა.. ამის შემდეგ ბუნებრივია ბებიასა და ბაბუასაგან მოითხოვა ახსნა განმარტება..(პანიკასა და დეპრესიაში ჩავარდნილა) თავად გია ფერაძე იმ ხნის განმავლობაში რაც ციხეში იჯდა სულ მომხდარ ტრაგედიაზე, საკუთარ აწ გარდაცვლილ ცოლზე და შვილზე ფიქრობდა.. საოცარი სინანულის გრძნობა ჰქონდა.. ინანიებდა ყველაფერს და ამ სინანულს ლექსების წერით და საკუთაარი გრძნობების ფურცელზე გადმოტანით გამოხატავდა.. რა ვქნა მაგრამ ვერ ვადანაშაულებ ამ ადამიანს, დარწმუნებული ვარ რომ მას მეუღლე სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და ყველაზე მეტად მისთვის იქნებოდა მტკივნეული და სიკვდილის ტოლფასი ის რაც მას დაემართა.. ამას ვერავინ ვერ მიხვდება,ვერც დედა ვერც მამა და ვერც შვილი თუ როგორი გრძნობაა მამაკაცისათვის (ქალისათვის) საყვარელი ადამიანის დაკარგვა მითუმეტეს თუ ეს მისიდან გამომდინარე ხდება. ასე რომ არავის არ ააქვს გია ფერაძის განსჯის უფლება, თვით საკუთარ შვილსაც კი.. მინდა რომ გია ფერაძის დღიურიდან ამონარიდი შემოთავაზოთ და მისი ლექსებიც ამასთანავე.


მარიკუნა ფერაძე

„აპრილი ჩემი თვეა, მე მართლაც მაგრად მიყვარს აპრილი… 10-ში ჩემი პატარა გოგოს დაბადების დღეა, 20-ში ჩემი დაბადების დღეა. დღეს 10 აპრილია! აღდგომაა! ქრისტე აღდგა! დღეს 10 აპრილია! ჩემი გოგო 4 წლის გახდა… აღდგომა ჩემთვის უწმინდესი და სასწაულად ლამაზი დღესასწაულია. წითელი კვერცხი… ბატკანი… სანთელი… გაზაფხული… ღმერთო ჩემო, რა დღე დადგა, მე ვკვდები და ქრისტე აღდგა… (ჭეშმარიტად!) მოდის დალოცვილი და ამავე დროს დაწყევლილი 20 აპრილიც, ჩემი დაბადების დღე – დაიქცეს ეს დღე. გია, აი ესეც 40 წელი, სულ გაგითეთრდა ტიალი წვერი, გუშინ ყმაწვილი გერქვა სახელად, უცებ ერთ დღეში გახდი ბებერი.“

Permalink Leave a Comment

ყველაფრის მჭამელი მსოფლიო

July 19, 2011 at 13:08 (მსოფლიო)

რამოდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ მინდა დღევანდელი პოსტი გურმანებს მივუძღვნაა…:))) და მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ რომ რააც არ უნდა ანომალიური იყოს თურმე ძალიან ბევრ გურმანს უყვარს ზღარბის ხორცი და კიდევ უამრავი უცანურობები და საზიზღრობები ..იღონდ რაღაა თქმა უნდა ეს საქართველოში არ ხდება..პირიქით ჩვენ ზედმეტად აზიზებიც კი ვართ საჭმელების მიმართ.. ოდესმე შემწვარი მწერები თუ გაგისინჯავთ?? ალბად არა..თუმცა როგორც ზემოთ ვახსენე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შემწვარი მოხარშური და დამარილებული მწერები დელიკატესადაა აღიარებული.ზოგიერთი მწერებს დიდი სიამოვნებით მიირთმევს. ევროპელთათვის ამგვარი საკვები (როგორც ჩვენთვის) ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია.თუმცა უჩვეულო დელიკატესებს სიამოვნებით მიირთმევენ აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში,ჩინეთში,აზიასა და იაპონიაში.ამერიკელები ირწმუნებიან რომ, ასეთი საკვები ძალზედ სასარგებლოა,რადგან ბევრ ცილასა და ნაკლებ ცხიმს შეიცავს გაცილებით ნაკლებს,ვიდრე ძროხის ხორცი.დღეისათვის საჭმელად 1500 სახეობის მწერი გამოიყენება.ჭრიჭინა,სხვა და სხვა სახეობის კალია,ნემსიყლაპია,ფუტკრის,პეპლების,ხოჭოების ჭუპრები,ჭიანჭველები და ფქვილის ჭიები..(ოოჰჰ უკვე თვალწინ მიდგას თითოეული შემწვარიი მწერიიიი ან მოხარშულიი) დავუბრუნდეთ საკითხს..


მოკლედ ზოგიიერთ ქვეყანაში ზღარბის ხორციც კი უყვართ.საუდის არაბეთში კი ყველაზე ცნობილი დელიკატესი ბატკნის შემწვარი ყურებია.მას მხოლოდ პატივსაცემ სტუმარს მიართმევენ.შუა აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში ბატკნის ან ხბოს ტვინი ყოველდღიურ მენიუში შედის.არაბები და ჩინელები მეტისმეტად მაგარსა და უცნაურ გემოს მქონე აქლემის კუზსა და ხორცსაც მიირთმევენ. კუზს ჯერ მარინადში დებენ ერთად ხარშავენ და კერძს ძმრით შეკაზმულს მიირთმევენ..

მამლის ბიბილო ფრანგი და იტალიელი გურმანების საყვარელი საჭმელია. ირწმუნებიან რომ ბიბილოები უსაზღვროდ გემრიელია. ერთი კია დიდხანს უნდა ღეჭო. ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში იგუანას ხორცი უყვართ. ავსტრალიელი აბორიგენებისათვის კი დელიკატესი ჭიანჭველა და დაბეგვილი მარინადში ჩადებული კენგურუს კუდის ტაგუა. კორეელები და ჩინელები ძაღლებს იმისათვის აშენებენ, რომ შემდეგ საკვებად გამოიყენონ..

საუკუნეების განმაავლობაში ჩინეთში,რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით ძვირად ფასობდა დათვის თათები და ხორცი..( დღეს დათვის ხორცი არსად იყიდება,მაგრამ ძველ კულინარიულ წიგნებში დათვის ხორცის კერძების რეცეფტები მრავლადაა. ფრინველის ბუდე ჩინელებსა და ინდოელებისათვის შეუდარებელია (აი ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი). მას თურმე ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი ყიდიან. ფრინველის ბუდისაგან უგემრიელეს წვნიანს ამზადებენ..

სპილოს ხორცი საკმაოდ მაგარია,მაგრამ ხორთუმი და ფეხები რბილი აქვს.ამიტომ აფრიკელები განსაკუთრებულად აფასებენ.აზიასა და აფრიკაში კალიებიც უყვართ. ამბობენ რომ კალიებს კრევეტის გემო აქვს და ამ ქვეყანებში ტრადიციულად თაფლთან ერთად მიირთმევენ..

ინდონეზიაში მალაიზიასა და ჰოგ კონგში ერთი უცნაური საკმაოდ სასტიკი ჩვეულება აქვთ. სპეციალურად აშენებენ პატარა მაიმუნებს და მათ ახლადდაკლულს მიირთმევენ.. სინგაპურსა და ტაივანში გველის ხორცი ჩვეულებრივი საკვებია. ამბობენ წვნიანი ძლიერი სიცივის დროსაც კი ათბობს ადამიანს,თანაც ძალზედ სასარგებლოა. ტიბეტელები იაკის ჩაშუშულ ხორცს ანიჭებენ უპირატესობას. მიუხედავად იმისა რომ ძალზე მაგარია, რადგან ამ ქვეყანაში ცხოველს მაშინ კლავენ როცა დაბერდება. ევროპელ გურმანებს ზღვის კუს წვნიანი უყვართ, კარიბის ზღვის ქვეყნებსა და სამხრეთ ამერიკაში კი ჩვეულბრივ კუს ხორცი. ფლორიდასა და ლუიზიანას ნებისმიერი რესტორნის მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ნიანგის ხორცის რომელიმე კერძი. როგორც ამბობენ გემოთი ნიანგის ხორცი წიწილას მაგარ ხორცს წააგავს..

ლოკოკინები ფრანგი გურმანების სისუსტეა, თუმცა ერთ დროს მდიდარი რომაელების საყვარელი საკვებიც იყო.
ცხენის ხორცი გემოთი ძროხისას წააგავს, მაგრამ უფრო ნაზია და მჭლე. ევროპელთა შორის ყველაზე მეტად ფრანგებს, იტალიელებს, შვეიცარიელებს, ავსტირელებს, გერმანელებსა და ჰოლანდიელებს უყვართ. ვირის ხორცს კი ძირითადად სოსისების დასამზადებლად იყენებენ.. ვირის რძე განსაკუთრებულია და როგორც ამბობენ მისგან უგემრიელესი ყველი მზადდება..

მოკლედ რისი წარმოდგენაც შეგეძლოთ და არ შეგეძლოთ საკვებთან დაკავშირებით ყველაფერი ერთადაა თავმოყრილიი..მეც გაოცებული ვარ და ჩემი ფანტაზია ვერასოდეს წავიდოდა იქამდე მეფიქრა რომ აქლემის კუზისაგან შესანიშნავი საჭმელი მზადდება.. მოკლედ უკვე აღარ მინდა ამის წარმოდგენა და გახსენება.. ისედაც ბევრი ”მივირთვი” უკვე შინაგანად ეს უცნაურობები :)))))))

Permalink Leave a Comment

უაზროდ ნააზრევი..(ისევ მეფიქრება სამწუხაროდ) :(((

July 17, 2011 at 13:08 (ჩემს შესახებ)

ძალზედ ლირიულ განწყობაზე ვარ, ასე მგონია თითქოს ფერები გახუნდა ჩემს გარშემო.. მგონია აღარაფერი სუნთქვას ჯანსაღად და მეც ნელ-ნელა ვკარგავ სიცოცხლის ხალისს.. ეჰ ჩემო მკითხველოო მართლაც ხშირია დღეები როდესაც განწყობა მიუფერულდება და ყველაფერი აზრს კარგავს ხოლმე ჩემთვის მაგრამ ყველაფერი რაც ჩვენს სულში ხდება რაღაციდან გამომდინარეობს. მეც გეტყვით რომ სადღაც წავაწყდი ერთი შეყვარებული გოგონას წერილს, რომელიც საკუთარ ძველ სიყვარულს გაუგონარ დანაშაულს პატიობდა და მზად იყო დაბრუნებულიყო მასთან თუმცა, ”ის” თურმმე მას აღარ ელოდა..ამ წერილის კითხვის დროს გამახსენდა ჩემი ერთადერთი ჩანაწერი ”პირველ სიყვარულზე” რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დავწერე..ჰმ ფურცელი ამ წუთშიც ჩემს გვერდით მარტო სულად დევს და ვხედავ რომ გაყვითლებულა და კალამის სილურჯეც გაფერმკრთალებულა..ალბად ვინც ჩემი სრულიად ახლად შექმნილი ბლოგი დაათვალიერეთ შეამჩნევდით რომ ცალკე კატეგორიაში გამოყოფილი სიყვარულის თემა არ მაქვს, არ მინდა მიზეზებს მოვყვე უბრალოდ გეტყვით.. ჩემს ცხოვრებაში ძალზედ ყრმობის პერიოდში არსებობდა მტკივნეული,ძალიან მწვავე და საოცარი გრძნობა (ყველაზე საუბედურო კი ის იყო რომ საშინლად არ მსურდა ასე მცირე ასაკში ტანჯვის და ცრემლის გემო გამეგო, მაგრამ რა უთხრათ გულსა და თვალებს რომელიც ჩვენთვის ყველაზე, საყვარელს სასურველსა და ძვირფასს გრძნობს და ხედავს). მე ვთქვი ჩემს ადრეულ ცხოვრებაში იყო მეთქი მაგრამ არ ვიცი არ ვიცი.. შესაძლოა სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ბუდობს ჩემში ეს გრძნობა მაგრამ შიშის, ტკივილს და ტანჯვის გამო ბოლომდე გამოფხიზლებას ვერ ბედავს..ალბად.. თუ ნებას დამრთავთ ჩემს გულის ნადებს და ტკივილს რომელსაც სულ რაღაც 14 წლის ასაკში ვგრძნობდი და ვფიქრობდი თქვენც გაგიზიარებთ.. ხო და კიდევ ერთი გთხოვთ ნუ გაკიცხავთ პატარა ბავშვის სულელურ და თავისებურად დანახულ გრძნობას..ბავშვის უაზრო ნააზრევს.. უკვე არარაობად მიმაჩნია ეს ჩანახატი თუ არც კი ვიცი რა დავარქვა,,უბრალოდ ჩემს სულთან ისევ ახლოსაა ჯერ კიდევ ახლოს გულთან.

”პირველი სიყვარული”

ნეტავ მართლაც რა არის პირველი სიყვარული? რა არის? რა არის?..ის ხომ ის გაუსაძლისი გრძნობაა და დაავადება რომელიც ყველას შეიძლება შეეყაროს?,, პირველი სიყვარული არ არსებობსო ამბობენ, შეიძელბა ბევრჯერ შეიყვაროო,მაგრამ მერწმუნეთ რომ ვინც ასე ფიქრობთ ძალიან სცდებით,,ესეიგი თქვენ არასოდეს არ გიგრძნიათ ის სიმწარე, ის ბავშვური სიხარული რომელიც მას ყოველთვის თან სდევს,არასოდე გიგრძვნიათ უიმედობა მაგრამ ამასთანავე გულში იმედი ნაპერწკალიც რომ გქონია…

პირველი თანაც ცალმხრივი, ბევრი ტანჯვა, ცრემლი, სიმწრის სიცილი, სიცოცხლის სიძულვილი, საკუთარი თავის ზიზღი და გულში განწირული ყვირილი..

- რატომ? რატომ მაინც და მაინც მე და რატომ შენ? .. ხოლო ჩემი მეორე მეს სიტყვები..

- სულელო ვის მისტირიხარ? არარაობას? რომელმაც ვერ დაგაფასა? რომელმაც თავს ლაფი დაგასხა? რომელმაც დღემდე არ იცის რას გრძნობ მის მიმართ?? დაივიწყე, დაივიწყე, ის შენი არასოდეს იქნებაა..

-არა, არაა, არააა! ვყვირი,.მინდა ვინმეს გავაგნო და ვინმემ გამოგოს,მაგრამ გარშემო არავინაა, მხოლოდ მე და ჩემი მეორე მე! ვარ ყოვლად უნუგეშო, მარტოსული,ყველასაგან მიტოვებული..მისგან,მისგან კი სულ მთლად გათელილი გრძნობები..და შენ შენ გულო,მხოლოდ შენ შეგიძლია გეტკინოს ჩემი ტკივილი, მხოლოდ შენ შეგიძლია ისმინო ჩემი აუტანელი ქვითნი, შენ მხოლოდ შენ შეგიძლია მანუგეშო,,მაგრამ გაანა შეგიძლია???
არ ვიცი! არ ვიციი! განა შეგიძლია დამეხმარო? ნუთუ! მაგრამ შენ არ ხარ ის ვინც თავიის გრძნობების კარგი გაუღო იმ არარაობას? შენ არ ხარ ჩემს საგულეში რომ დევხარ და უნუგეშოდ ფეთქავ?? განა შენ არ ხარ ის ვინც იგი დაინახა პირველად და შეიგრძნო? შენ, შენ დიახ ნამდვილად შენ ხარ დამნაშავე,შენ მხოლოდ შენ დედამიწაზე და მეტი არავინ.. ერთადერთმა ვისი იმედიც მქონდა, მანაც მიღალატა და გამყიდა,დამაობლა და ჩემი თავი წამართვა..ამ ჭრილობებს ვერაფერი შემიშუშებს, ამ სიმწარეს ვერაფერი დაატკბობს, მე აღარ ვიქნები ის ამაყი, ის თავმოყვარე ადამიანი რაც ვიყავ უწინ..სანამ შენ გიხილავდი, შეგიგრძნობდი..სანამ შენ იარსებებ ამ ქვეყნად მე აღარ დამიბრუნდება ჩემი თავი..მშვიდობით სამუდამოდ, ჩემო სიამაყევ, ჩემო თავმოყვარეობავ მე თქვენ ვეღარასოდეს დაგიბრუნებთ..აღარასოდეს იქნებით ჩემს გვერდით აღარასოდეს..
მაგრამ ვისთვის? რისთვის? შენთვის? შენთვის? არა, არა, არაა, ნამდვილად გავგიჟდი..

- ხო გაგიჟდი! ისევ ჩემი მეორე მე//. არ იცი რომ გიჟი ხარ?

- მომშორდი მე იგი…(მიყვარს)

- მორჩი! არ დაასრულო, თორემ ტანჯვაში ამოგხდება სული,ტანჯული და ცოდვილი იქნები იმ ცხოვრებაში..ამ ცოდვას ვერასოდეს გამოისყიდი იცოდე ვერასოდეს!

- წადი ჩემი ცხოვრებიდან, გაქრი სამუდამოდ, მოკვდი ჩემს მეხსიერებაში! ნუ იარსებებ გთხოოვ…გთხოვ შემიბრალე,, მე ხომ ის ისვე..(მიყვარს) არა არ შემიძლია,ვეღარ ვიტყვი მე ამ სიტყვას,ვეღარასოდე შევძლებ ეს სიტყვა ვინმეს ვუთხრა!

- რას ამბობ უგუნურო? რას ამბობ? სულ გაგიჟდი? თუმცა შენ ისეც გიჟი ხარ, რატომ არ გინდა დაინხაო შენი თავი? რას გავხარ? ვისთვის კარგადვ ცრემლს? ვისთვის უგუნურო?

- ისევ შენ? შენ? რა გინდა? შენც ჩემი სიკვდილი გინდა ხომ? გაქრი და სამუდამოდ მომშორდი..მომშორდი და ისიც თან წაიყვანე..წადით .. წადით..ჩემს წარსულად იარსებეთ მხოლოდ..

- წავიდე? როგორ მაცინებ უგუნურო..მე არ წავალ იმიტომ რომ შენი განუყოფელი ნაწილი ვარ, მაგრამ არც ის წავა სანამ შენ იცოცხლებ! არც ის წავა და არ მოგასვენებს მასზე ფიქრები..რატომ>? იმიტომ რომ ეს შენ გინდა, თვითონ გსურს რომ მუდამ შენთან იყოს..მაგრამ კარგად იცი რომ შენი არ იქნება.დიახ შენ გინდა მუდამ გტანჯავდეს კვლავ…ამბობ სხვას მაგრამ შენი გული სულ სხვას ფიქრობს!

- გული, გული გულიიი..ოხ ნეტავ შემეძლოს იგი სამუდამოდ გავაყუჩო და არ მივცე იმის უფლება რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოს, ნეტავ შემეძლოს..ნეტავ შემეძლოს!..მაგრამ მე რა შემიძლია? არაფერი! არაფერი! ყველასთან უძლური ვარ, ჩემს საკუთარ თავთანაც კი.!

Permalink 1 Comment

ნაბიჯები საუკეთესო ურთიერთობებისაკენ.

July 16, 2011 at 13:08 (სასარგებლო რჩევები)

ხშირად ქალსა და მამაკაცს შორის უთანხმოების მიზეზი ბევრი ყოფითი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია. ფსიქოლოგების აზრით ყველაანაირი ყოფითი თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა უძლურია,თუ შეყვარებულებს ერთმანეთი ნამდვილად უყვართ და შეუზლიათ რომანტიკულ გარემოში იცხვორონ.ამისათვის კი საჭიროა მცირედი ფანტაზია.გთავაზობთ ფსიქოლოგთა მიერ შემუშავებულ 40 ნაბიჯს, რომლებიც ყველანაირ პრობლემებს დაგავიწყბეთ და თქვენ ურთიერთობას რომანტიკულს გახდის. მართლაია ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული ე.წ ნაბიჯების დაზეპირება და დაზუთხვა ძალიან ძნელია და არასწორადაც მიმაჩნია (ვთვლი რომ ბევრი მათგანი გადაჭარბებული სისულელეა, რომ სიყვარულს არ სჭირდება ზედმეტი ფერების დამატება ის ამის გარეშეც ბრწყინავს.)ნუ ბევრი საუბარი რომ არ გამომივიდეს მოემზადეთ შეყვარებულნო და გადაავლეთ თვალი მას ბოლომდე თუ ნებისყოფა გაგყვებათ რაღა თქმა უნდა( გამომდინარე იქიდან რომ ორმოცივე ნაბიჯის წაკითხვა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს..პ.ს ჰმ წერაში როგორი ძალისხევა მომთხოვა ეგ უნდა გენახათ თქვენ.. მოკლედ მე ვიწყებ:)))))

1) ერთად უცქირეთ მზის ჩასვლას

2)არ ააქვს მნიშვნელობა, მამაკაცი იქნება თუ ქალი, ერთმანეთს გაუკეთეთ ზურგის მასაჟი..

3)ხშირად უსმინეთ კლასიკურ მუსიკას,განსაკუთრებით რომანტიკულია მთვარიან ღამეს.

4)ხშირად ეამბორეთ ერთმანეთს, კოცნა დადებითი ემოციების მატარებელია.

5) გესმოდეთ ერთმანეთის მისწრაფებების.

6) ნუ მოერიდებით საზოგადოებაში ერთმანეთთან ჩურჩურლს თუ რა თქმა უნდა, რაიმე სასიამოვნო, სახალისო ინფორმაცია გაგაჩნიათ.

7) ხშირად უმეორეთ ერთმანეთს, ფაქიზი საალეროს სიტყვები.

8) ზაფხულში წვიმაში სიარული ყველაზე რომანტიკულია.ეცადეთ ეს გიჟობაც გამოსცადოთ საკუთარ თავზე.

9) ნუ მოერიდებით ქუჩაში სეირნობისას და საზოგადოებრივი თავ შეყრის ადგილებში ხელიხელჩაკიდებულნი ყოფნას,სიყვარული სულაც არ არის სამარცხვინო რაიმე.

10) ერთმანეთს ესაუბრეთ მაქსიმალურად გულახდილად.

11) ხშირად უძღვენით ერთმანეთს საჩუქრები, არა აქვს მნიშვნელობა თუნდაც სრულიად უბრალო იყოს.

12)გახსოვდეთ,ქალები ცხოვრების ყვავილები არიან, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ყვავილები მათ გარშემო.

13) გამოიცანით მისი საყვარელი პარფიუმერია და ეცადეთ მისი მოსაწონი არომატი იხმაროთ.

14) ურთიერთობაში ნუ იქნებით მკაცრი, გახსოვდეთ, რომ სიყვარულს ოდნავ ხმამაღალი ნათქვამი სიტყვაც კი მნიშვნელოვან ბზარს უჩენს.

15) ხშირად გადით ბუნებში,წამოწექით მინდორზე და ვარსკვლავების ცქერით დატკბით.

16) ეცადეთ ალკოჰოლი მცირე დოზით მიიღოთ.სიმთვრალე რომანტიკის ერთ-ერთი პირველი მტერია.

17)ხშირად ჩასჩურჩულეთ, ერთმანეთს რომ ის მთელს ცხოვრებას გირჩევნიათ.

18) ღამით პლაჟზე ფეხშიშველი ისეირნეთ.

19)ერთმანეთ წაუკითხეთ სასიყვარულო ლექსები.

20)ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ეს უნვერსალური საშუალებაა, რომ დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ.

21) ეცადეთ ყოველი თავისუფალი წუთი ერთად გაატაროთ.

22)ერთმანეთს ხშირად უცქირეთ თვალებში,თვალები ხომ სულის სარკეა.

23) საზოგადოებაში ყოფნისას მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლეთ.

24) დაწერეთ სასიყვარულო წერილები და ერთმანეთს ჯიბეში ჩაულაგეთ.

25) შეგიძლიათ ერთად იმღეროთ, რა თქმა უნდა, რეპერტუარიც სასიყვარულო, ლირიკული უნდა იყოს.

26)გულახდილად ისაუბრეთ საკუთარ გრზნობებზე და მისწრაფებებზე.

27)თუ შეგიძლიათ, თქვენი გრძნობები ხატვითაც გამოხატეთ.

28)თუ ერთმანეთის გულის მუშაობის რჟიმი არ გესმით ე.ი საკმარისად ახლოს არ ხართ.

29)იცეკვეთ, იცეკვეთ მთელი ღამე.

30)როდესაც ყოველ ხუთ წუთში ურეკავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანს არ დაგავიწყდეთ მობოდიშება.

31)ხანგრძლივი განშორებისას ან საზღვარგარეთ გამგზრავებისას არ დაგავიწყდეთ დარეკვა და იმ უკმარისობის გრძნობის გამოხატვა,რასაც თქვენ მის გარეშე განიცდით.

32)ნუ მოერიდებით ხანგრძლივი დამღლელი გზის გავლას იმისათვის რომ მას რამდენიმე წუთით შეხვდეთ.

33)ხშირად იარეთ კულტურულ ადგილებში, თეატრსი, განსაკუთრებით რომანტიკული პიესების დადგმაზე.

34)შეისწავლეთ ერთმანეთის ჩვევები და ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ არ დაუშვათ.

35)თამამად გამოხატეთ სიამოვნება,რასაც ერთმანეთთან ყოფნისას განიცდით.

36)ერთმანეთს მოუყევით საკუთარი საიდუმლოებები.

37)ისე მოიქეცით რომ იგი დარწმუნებული იყოს, რომ სულ მასზე ფიქრობთ.

38) ისწავლეთ რამოდენიმე უცხო ენაზე სასიამოვნო სასიყვარულო სიტყვა, ეს თქვენს ურთიერთობაში განსაკუთრებულ ხიბლს შეიტანს.

39) პირველ რიგში შეიყვარეთ საკუთარი თავი.

40) და ბოლოს გიყვარდეთ ერთმანეთი ნამდვილი, სუფთა და ჭეშმარიტი გრძნობებით..

Permalink Leave a Comment

პოლ მაკარტნის ტრაგიკული სიყვარული და ლეგენდარული the beatles

July 16, 2011 at 13:08 (კინემატოგრაფია, ნიუსები)

60-70-იანმა წლებმა მუსიკაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და როდესაც ამ წლებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ლივერპულელი ბიჭები

”ბიტლზები” უნდა გავიხსენოთ.მათ მუსიკაში ანარქიული,სრულიად არაკონტროლირებადი სიტუაცია შექმნეს.მათმა პოპულარობამ ბუნებრივად ახალი დაავადება ”ბიტლომანია” გამოიწვია,რომლის წინააღმდეგ სამკურნალო საშუალება თვით საუკუნის ბოლოსათვისაც გამოუგონებელია.ამ დაავადებით დღევანდელი თაობაც კი ავადდება .”ბიტლზების” უეცარი პოპულარობის საიდუმლო ისეთივე გამოცანაა, როგორიც მათი მოულოდნელი დაშლის მიზეზი.თუმცა დაშლის მოზეზების შესახბ ვერსიები თავიდანვე უხვად იყო, რომელთა შორის ყველაზე ობიექტურად იოკო ონოს (ჯონ ლენონის მეუღლე) მიერ ორგანიზებულ სკანდალებს ასახელებენ, კერკძოდ ლენონის ქვრივს დღესაც ადანაშაულებენ ამერიკის სპეცსამსახურებთან კავშირში.ყველსათვის მოულოდნელად ”ბიტლზების” დაშლაში მისი ერთ-ერთი წვერი პოლ მაკარტნი და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე ლინდაც დაადანაშაულეს.. ლინდასავით არავის ესმოდა როგორ მარტოსულად გრძნობდა თავს პოლ მაკარტნი ”ბიტლზების”დაშლის შემდეგ.პოლმა ასევე მძიმედ განიცადა ჯონ ლენონის და საეროდ მეგობრებიის დაკარგვა. რომ არა ლინდა, პოლს ძალიან გაუჭირდებოდა,თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მაკარტნი ისევ კრიტიკულ სიტუაციაში ჩავარდა, ეს იყო მისი მეუღლის გარდაცვალება..და მე ამის შესახებ ყველანაირად ვეცადე რომ მცირედი ინფორმაციაც კი მომეწოდებინა თქვენთვის და შემიძლია შემოგთავაზოდ ძალზედ ტრაგიკული და მეტად საინტერესო ეპიზოდი ლინდასა და მაკარტნის ცხოვრებიდან..

როგორც სჩანს ლინდა მძიმედ იყო დაავადებული კერძოდ კი ავ თვისებიანი სიმსივნით(თავდაპირველად მართლაც ძალზედ სასიამოვნოდ ვიითარდება მოვლენები მაგრამ კულმინაციური მომენტი,საუბედურო აღმოჩნდა)
და ერთხელ როდესაც ლინდას მკურნალმა ექიმმა მაკარტნის დაურეკა და აცნობა რომ საბედნიეროდ მის მეუღლეს კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, პოლი სიხარულისაგან მეცხრე ცაზე იყო. მან იმავე საღამოს დაპატიჟა ლინდა რესტორანში და ისეთი რომანტიკული გარემო შქმნა, რაზეც მხოლოდ შეყვარებული წყვილები თუ ინატრებდნენ.უცხო თვალს ეგონებოდა რომ ისინი ახლად შეყვარებულნი იყვნენ.შეიძლება ეს ასეც იყო რადგან პოლმა თავისი ცოლი სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან, მაგრამ უშედეგოდ.როდესაც სახლში დაბრუნდენ, იმავე ექიმის საბოდიშო წერილი დახვდა..წერილში კი ნათქვამი იყო რომ ლინდას ქიმიური თერაპიის კურსებს უნიშნავდა. ლინდა ძირითადად სახში მკურნალობდა. პოლი ძალიან განიცდიდა იმას რომ მას იგივე დაავადება მეორე საყვარელ ქლას ართმევდა (მაკარტნის 14 წლის ასაკში სიმსივნით დედა გარდაეცვალა).. ლინდას სიცოცხლეში ერთ-ერთმა ჟურნალმა პოლი და ლინდა მსოფლისო გამოჩენილ წყვილთა შორის უპირველესად დაასახელა. საბოლოოდ მათ ეს ტიტულიც მოიპოვეს, რის შემდეგაც ლინდა ერთ წელიწადში გარდაიცვალა და მაკრტნის 27 წლიანი თანაცხოვრების მოგონებები დაუტოვა..

Permalink 1 Comment

ტერენტი გრანელი

July 14, 2011 at 13:08 (პოეზია)

”ალბათ მოვა დრო .”

ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

”ამ ფიქრის გარდა კარია ახლო..”’

ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,

მოვა დრო და მე დავიღუპები.

განთიადია და მინდა ვნახო

ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.

რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,

კედლებს რაღაცას ვესაუბრები.

ახლა თენდება და მინდა ავდგე, –

ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.

”მე და გალაკტიონი ”

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია…

”აკაკის”

მუსიკის ცეცხლი გეცემა გულზე,

უკრავ ბეთხოვენს შენ, ასე ქებულს.

მე თითქოს ვხედავ და თითქოს ვუმზერ

შენ სულს – ტანჯვისგან გასპეტაკებულს.

კითხულობ ნიცშეს, სისხლით დაფერილს,

თეთრი ფიქრებით დაფრინავ იქაც.

შენ მიატოვე სხვა ყველაფერი

და შენ მიყვები მუსიკის გრიგალს.

”არა მყავს ტოლი”

არა მყავს ტოლი,

ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.

და როგორც თოვლი

დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

სხვა ფიქრი მივლის

და საშინელი სიკვდილის ლანდი.

მე მინდა ძილი

და ეს სიზმარი გათენებამდის.

დგას წამი თრთოლვის,

ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.

კვლავ, როგორც თოვლი,

დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

”არავინ არის, გული დაობლდა..”’

არავინ არის, გული დაობლდა,

მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.

ეს ხომ კუკიის სასაფლაოა

და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,

მიდიან დღენი უმეგობრობის.

ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარ

და მაგონდება ახლა გობრონი.

ნოემბერია და ისევ გრილა

და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.

გარშემო ელავს მზიანი დილა

და მე ვსეირნობ საფლავებს შორის.

”ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი”

ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი

(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .

მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ

და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა

და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.

ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,

ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.

და იყო ბაღი და თეთრი სკამი,

მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.

და იყო წამი, ცისფერი წამი

და იყო წამი სხვა გარინდების.

”არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე.”

არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,

ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა.

მე სკანდალისთვის დამატუსაღეს,

ვზივარ ქურდებთან და ჯიბგირებთან.

ეს იყო წინათ, წინათ, როდესაც

ელოდნენ ცისფერ სიკვდილის წამებს.

მე, როგორც ტუსაღს, ძილში მომესმა –

სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.

”აქ ყვავილებიც მოიპოვება.”..

აქ ყვავილებიც მოიპოვება,

ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.

ჩემი ცხოვრება არის პოემა,

ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია

Permalink 1 Comment

ნიკოლოზ ბარათაშვილი

July 14, 2011 at 13:08 (პოეზია)


”ჩემს ვარსკვლავს ”

რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?

მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:

შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,

შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!

ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,

რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;

შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,

როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.

რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,

მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:

ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,

მალხინებელ დაბინდულის გულისა!

მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,

შენგან ბნელი გული გამომიდარე;

კვლავ ციური ცეცხლი გარმოისარე,

ნაბერწკალნი ეშხისა მომაყარე.

1837 წ.

” საყურე ”

ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრევო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

1839 წ.

” მიყვარს თვალები მიბნედილები ”

მიყვარს თვალები მიბნედილები,

ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;

მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად

განეწონვიან მათი ისრები.

მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,

მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?

ვიცი, რომ მტრობენ გულსა მგრძნობელსა,

უწყალოდ სტანჯვენ უენო მსხვერპლსა,

მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ,

მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!

თვალნო, ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას,

თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?

1842 წ.

”ბულბული ვარდზედ”

ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:

”ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,

მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,

მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!”

ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი

მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.

და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,

ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.

მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.

აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული

გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ბულბული;

ნახა ვარდი ფურცვნილი და მყის მოუკვდა გული.

თვალნი ემოსა ცრემლით, გული სევდის საცლმითა,

ფრთა ფრთას ჰკრა და აღმაღლდა, მსტვინავი ლმობის ხმითა.

უხმო ყოველთა სირთა: ”მოდით და შემოკრბითა,

მისმინეთ, შემიბრალეთ, ვის მივმართო წყლულითა?”

”განთიადით ღამედმდე შევფრფინვიდი კოკრობას,

არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;

მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:

მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!”

1834 წ.

”არ უკიჟინო, სატრფოო ”

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:

მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,

საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,

რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,

რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,

და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,

იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?

მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს

და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!

მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,

და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

1841 წ.

”სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი..”

სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი

მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,

და ბაგენი მდუმარენი

ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი

არ სტიროდა ამ სოფელსა;

სახე შენი მოწყენილი

არა ჰგავდა ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,

თვალთა შენთა მეტყველებას:

თურმე ცრემლი უცნაური

მოელოდა ჩემს ობლობას!

ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე

ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,

გულამოსკვნით ვიგონებ მე

დღეთა ჩემთა ბედნიერთა!

1840 წ

”ჩვილი ”

მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,

მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის,

ოდეს იგი ენითა სასუფევლის

უალერსებს წიაღთა თავის მშობლის!

მის სოფელი უზრუნველობით შენობს;

გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს;

ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს;

ყოველსავე შეუპოვრად მჭვრეტელობს.

არა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას,

არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;

იგი თავის სანუკველითა შობით

ამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით.

იტიკტიკე ენითა უსუსურის,

იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,

ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,

არ გიცვნია სოფელი მომღერალი!

1839 წ.

Permalink Leave a Comment

”და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!”

July 14, 2011 at 13:08 (პოეზია)

მართლაც გალაქტიონივით ”გაგიჟდებოდა”’ჩემი გული, მომდევნო პოსტი ამ არაამქვეყნიურ,საოცარი მუხტითა და შემოქმედებით აღსავსე ადამიანისათვის რომ არ მიმეძღვნა..უამრავი ახალგაზრდის, მოხუცის,საშუალო ასაკის თუ ბავშვისათვის მოკლედ ყველასათვის საყვარელი პოეტის გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებით კერძოდ კი ლექსებით მინდა გაგილამაზოთ დღევეანდელი საღამო…(რას ვიზამთ, დღეისათვის ვერ მოვიცალე ამაისათვის სამწუხაროდ)..აქვე დავაანონსებ რომ დღეს არა მარტო გალაქტიონის არამედ ძალიან ბევრ ჩემთვის და თქვენთვის საყვარელი პოეტების ლექსებს შემოგთავაზებთ..ასე რომ მოემზადეთ პოეზიის განუსაზღვრელი დროისათვის..

”უსიყვარულოდ ”’

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

1914

”ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს”

განთიადისა პირველი ალი

ნარიყალისა ნანგრევზე წვება,

ელექტრო ჰქრება და შუქი მზისა

იფეთქებს, როგორც ახალი შვება.

ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს,

ხმა სიშორიდან გულს ღელვად ხვდება,

ჩემი სალამი გიგანტის ჩანგებს,

ბნელს სული ხდება, სიბნელე ჰკვდება.

”ხელოვნება ”

ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,

დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?

გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არვინ იცის,

და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,

ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით… და ჰა, იგი დავათავე.

და ვფიქრობდი: ჩემს შავ წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,

რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება,

ვსთქვი, სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად,რომ არ იყოს ხელოვნება.

მაგრამ ჩემში საუბრობდა ხმა დამწველი, ხმა ფარული:

\\\”- ხელოვნება – ეს ოქროა მიწის გულში დამარხული,

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,

რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი…

არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,

მაგრამ ქვეყნად არ არსებობს – ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,

აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი\\\”!

შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება…

მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას სწვდება.

”გახსოვს? ”

გახსოვს, როცა შეხვდნენ, მერი,

ზღვად შენი და ჩემი ნავი,

ნორჩთა დღეთა გულთმიერი

მიარხევდა წყალს ნიავი.

შენ ციმციმი თვალთა მტყორცნე

თან ტკბილი და თანაც მწარე,

მოგეხვიე. გადავკოცნე

მე იმ სახის არემარე.

ეჰ! დრო იგი დარჩა მიღმა,

ტალღა მოსკდა, როგორც გორა.

ზღვას შეშურდა, ჩვენ სასტიკმა

ღელვამ დაგვაშორიშორა.

ძნელი როდი არის პოვნა,

რაც რამაა დაკარგული,

რადგან რასაც კარგავს ხსოვნა –

ღრმად ინახავს ჩვენი გული.

1947

”ვარდები ”

მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,

ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,

სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,

ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.

დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს

ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,

მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,

სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.

დაე, მაისის ხატავდეს ხელი

ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.

რომელი იყო პოეტი წრფელი,

რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?

ვარდები იგი ელადის გემმა

დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,

როგორც სახება და დიადემა

სილამაზისა და სინამდვილის.

რომელი ლხინი იყო უვარდო,

და ან – რომელი დღე საცნაური,

ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,

რაა უვარდოდ დღესასწაული?

სახეთა ფერი და ნეტარება,

ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,

პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:

მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.

მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,

როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.

დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,

და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.

ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,

აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,

ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს…

ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!

ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!

შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,

როცა მზიანი იყავი ისე,

როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.

და ორნამენტით აკრთობდა დემონს

იმ მშვენიერი წიგნების ძალა,

წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო

ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.

ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი,

რაფაელს იგი ფარავდა ლხინში,

სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი

და ლეონარდო იყო და-ვინჩი.

იხიბლებოდა სული დიადით,

როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.

რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი –

ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.

ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს

და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს,

მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს

და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს.

1927

”მესაფლავე”

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა…

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური…

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე… თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება…

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა…

ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება…

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…

გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა…

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს…

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს”…

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა…

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს…

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო…

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო…

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი…

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა…

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება…

ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე…

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება…

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო

”მიცქირე თვალში”

მიცქირე თვალში,

შენ დადუმდი?

იგრძენი განა?

იყავი ჩუმად

და ბინდიან

თვალში მიყურე.

ნურაფერს მეტყვი,

მე არ მინდა

არავის ნანა.

მიცქირე თვალში,

ო, ჩემს თვალში

საშინელება

იგრძენი განა?!

”ოცნება და სინამდვილე ”

ის პოეზია გაქრა,

იგი ოქრო და ვერცხლი,

დრომ ძველ მიდამოს გაჰკრა

ცოცხალ ცხოვრების ცეცხლი;

და უბოლოოდ მიჰქრის,

როგორც გაშვება ქორის,

მწარე გათიშვა ფიქრთა

და სინამდვილეს შორის;

მაგრამ მე მოველ, მოველ –

მძლავრი გუგუნი ქნარის,

ძალაუფლება ყოველ

დღის ახალ-ახალ ქარის.

რა საჭიროა ნანა,

ან მოგონება ხშირი,

დღეს თანასწორად დგანან:

მზე, პოეტი და გმირი.

”ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა ”

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა,

თავმიდებული აჭარის კალთებს.

რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა,

თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს.

სხვას თუ არ უნდა ამის გაგება,

შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, –

რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება,

არამედ კაცი რწმენით და იჭვით.

და შემდეგშიაც ავიტან მრავალს

უამინდობას, წყურვილს, სიცივეს,

ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს –

დიდი იმედის შუქს მოციმციმეს.

1935

”ცამეტი წლის ხარ”

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა

ჭაღარა გულის ზმანება ავი, –

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის.

”შენ ერთი მაინც”

საქართველოში შენ ერთი მაინც

არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები,

შეგებრალება თვითონ კაენიც –

თუკი პოეტის ჰქვია სახელი.

ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს,

მეგობრები კი არ მეყვარება –

სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს

ჩამავალ მზეთა მგლოვიარება.

გიგზავნი ამ წიგნს… როგორც ოდესმე

მომქონდა შენთან წიგნი პირველი,

შენმა ღიმილმა უბოროტესმა

დაინდოს წიგნი და შემწირველი.

Permalink Leave a Comment

Next page »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 324 other followers

%d bloggers like this: