ტერენტი გრანელის წერილები ”Memento Mori”

ივლისი 14, 2013 at 13:08 (პოეზია)

Imageდა აი ჩემო ძვირფასო მკითხველნო დავბრუნდი ახალი პოსტით..ალბად გახსოვთ ჩემი ბოლო ბლოგი რომელიც 2012 წლის 15 ივნისს დავწერე და ალუდა ქეთელაურს,ღირსეულ და ნამდვილ ხევსურ,მთის სულის პატრრონს მივუძღვენი..მიუხედავად იმისა რომ ამდენი დრო გავიდა მაინც იგივე გრძნობით,განცდით და ემოციით განვიცდი მის არ ყოფნას :(( სწორედ ახლაც მისი სიმღერის ფონზე ”ვქმნი” ამ ყოველივეს 😦 თუმცა ცოტაოდენი ხნით ეს თემა გვერძე გადავდოთ და ამჯერად მინდა კიდევ ერთი გენიოსი,ზედმეტად ტრაგიკული,განსხვავებული  და სენტიმენტალური გრანელის შესახებ გაგაცნოთ ის დეტალები რაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანისათვის არ არის ცნობილი..არა ეს არ არის გარკვეული ფაქტები მისი ცხოვრების შესახებ, არამედ მე ვაპირებ გავახმოვანო ვიდეო რგოლის მეშვეობით თავად მის მიერ დაწერილი წერილები რომელსაც უგზავნიდა თავის ერთადერთ სულის ახლობელ მეგობარ ირას… მანამნდე სანამ ამ ვიდეობს იხილავდეთ მინდა ცოტაოდენი ჩემი შტაბეჭდილებაც გაგიზიაროთ   ამ დიდებული ადამიანის შესახებ…დავიწყებ იმით რომ რამდენიმე ხნის წინ ტერენტის ვიანობისა და ლექსების შესახებ გარკვეული ინფორმაცია გამაჩნდა რადგან ყველაზე მეტად მისი ერთ-ერთი ლექსი იყო განთქმული ”მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ”…ჰო უბრალოდ ჩემთვის არსებობდა ვინმე გრანელი ამ ლექსის შემქმნელი, მის იქით არც ვინტერესდებოდი (პლუს ავღნიშნავ რომ არ ვიყავი მაინც და მაინც დიდი იმ დროს)..მაგრამ ერთ მშვენიერ ზამთრის დღეს, სახლში წიგენბის ძებნის ჩვეულ მომენტში გახლდით როდესაც დავლანდე წიგნი ლერი ალიმონაკის ავტორობით სათაურით ”კვრისი წირვები ანუ ცხოვრება ტერენტი გრანელისა”,მენიშნა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მასში ასახული და დაწერილი,შევუდექი მის კითხვას და მართლაც გულწრფელად შემიძლია ვთქვა ყოველგვარი ზედმეტი ფამილარობის გარეშე რომ ამ წიგნის მეშვეობით იმდენად ”ახლოს” შევიცანი ტერენტი გრანელის სული, მისი გონება და შინაგანი ბუნება რომ ზედმეტად ”ჩემად” ვიგულე….და მე როცა მგონია რომ ვინმე, ან რაიმე ზედმეტად ”ჩემია-ნია” ამ დროს ყველაფერი მიყვარდება და ვისისხლხორცებ…(სწორედ ასე მოხდა ალუდას შემთხვევაშიც)… ერთი სიტყვით ფართოდ გავერკვიე ტერენტის ცხოვრების არსში,რომ მისთვის მნიშნელოვანი არ იყო მატერია, მისთვის მთავარი სულის სიწმინდე, ბუნება,უფალი და პოეზია იყო…

ის ლექსში  ხედავდა სულის გადარჩენის ერთადერთ გზას…   მისი ცხოვრება მუდმივი გამოცდა იყო ბედის მიერ, მან კარგად იცოდა ბედი რასაც განუმზადებდა, ”სიკვდილს,მარტოობას,ბუნების განუზომელ სიყვარულს და მუწვდომელი პოეზიის ცისფერ მხარეს”….არასოდეს შეშინებია სიკვდილის,არაფერი ებადა ტანჯვის,მარტოობის და პოეზიის მეტი,ყველაფერი გასცა და სანაცლოდ არაფერი მოუთხოვია გარდა სიყვარულის,თანაგარძნობის და სიმშვიდის..რომელიც ვგონებ დამსახურებულად მიიღო თუმცა როგორც წესია უმეტეს წილად სიკვდილის შემდგომ..

Imageხშირად საპატიმროში მოხვედრილს ტანჯავდა მარტოობა,უადამიანობა,უმეგობრობა.მუდამ სწამდა რომ ბოროტებასთან ბრძოლოა ბოროტებაა,რომ უკეთურებასთან ბრძოლა უკეთურებაა,უწმინდურობასთან ბრძოლა რომ უწმინდურობაა..საკუთარ არსებაში ეძებდა ყოფნის აზრს,ეძებდა ხსნის გზებს,ხშირად გარედანაც უმზერია წუთისოფლისა და ბედისწერის ტრიალისთვის,გამოუღწევია საკუთარი თავიდან და დაუნახავს თავისი ცხოვრება,შეუცვნია და თანაუგრძვნია მისთვის.განა საკუთარი თავის თანაგრძნობა ყველაზე დიდი და ადამიანური გრძნობა არააა? იგი ხომ ერთადერთი გზაა ადამიანთა გულებისკენ,ჭეშმარიტი სიყვარულისა და თანადგომისაკენ..

მისი ამგვარი ნიჰილიზმი გამომდინარეობდა იმ ყოველდღიური მდგომარეობით და პირობებით რაც მის გგარშემო იყო,სოწრედ ამიტომ აღიქვამდა საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ შავთეთრი ფერებით” ჩემი ცხოვრების საგანი გახდა გლოვა, დუმილი და გაწვალება..ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს,ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები”

ბუნებაში სურდა განეჭვრიტა და შთაეგრძნო ის უცვლელობა,არსისეული და დასაბამიერი რომ არის მთელი სამყაროსთვის,მის შინაგან მზერას ხშირად შეუჩერებია და აღუბეჭდავს თვალთა გუგებში ბუნებბის სურათი,რომ ეხლია ის იდუმალება ბუნებისსა რა იდუმალებითაც სუნთაქვს და იძვრის..

მისი ცხოვრების წესად იყო ქცეული ”ციხე,საავადმყოფო,ქუჩაში ხეტიალი”.1929 წლის გვიანი შემოდგომა იყო,მწერალთა სახლში პოეზიის დიდი საღამო იყო დანიშნული,სადღაც შეიტყო და  მივიდა,საავადმყოფოდან ახალი გამოსული,სახეფერმკრთალი,თმააწეწილი,წვერმოშვრბული,დავიწყებული.გალაკტიონის სანახავად მივიდა,მაგრამ გალაკტიონი იმ საღამოს არ გამოჩენილა,დარბაზში რომ შევიდა ჯერ ჩურჩულით შეხვდნენ მის გამოჩენას,ბოლოს აჩოჩქოლდა ხალხი და მისი გამოსვლა მოითხოვეს.ნუთუ კიდევ ახსოვთ,გაუელვა თავში და ამ თანაგრძნობამ ცრემლიც მოგვარა,იგი სახემწუხარე ავიდა სცენაზე..ო,რა კარგი იქნებოდა,გალაკტიონი რომ აქ ყოფილიყო,ჩახედავდა უძირო თვალებში,იქ ჭეშმარიტ თანაგრძნობას ამოიკითხავდა და მერე სამუდამოდ გაშორდებოდა იქაურობას…დარბაზი კი სულგანაბული ელოდა..”შენ მიდოდი ნისლიან გზაზე და კანკალებდა რტოები ვაზის, გველივით გდევდა ცრემლების  ზღვაზე მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.ეს იყო დარდი, სულის დაღალვა და სისხლიანი ბედი ქრისტესი.ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან და გაწვალებდა თოვლი და ქარი.ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის”. წამით გაირინდა დარბაზი, მერე კი ტაშმა და შეძახილებმა გააყრუა იქაურობა,ბუნდოვნად და ყრუდ რომ აღწევდა მის ცნობიერებაში 😦

კარგად მოგეხსენებათ ის ფაქტი რომ გრანელი მისი ფსევდონიმია,გვარად კი კვირვკელიაა, ამიტომ ფიქრობდა რომ იმ პოეზიისათვის რომელსაც თავად ქმნიდა შეუფერებლი იყო   როგორც ”კვირკველია” ასევე ”წალენჯიხელიც”, არცერთი მოსწონდა და არც მეორე..გალაკტიონ ტაბიძე ახალი გაცნობილი ჰყავდა და  ერთხელ უთხრა   გალაკტიონმა ”დედას თუ მამას, არ ვიცი   კარგი სახელი შეურქმევიათ შენთვის,ალბათ გვარიც კარგი გექნება,მაგრამ ფსევდონიმად ”წალენჯიხელზე” უკეთესი ვერაფერი შეარჩიე??

-”არც მე მომწონს,მაგრამ რა ვქნა ძვირფასო გალაკტიონ,სადურიც ვარ,ის დავირქვი.ერთი ფსევდონიმი შევირჩიე მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ,ვყოყმანობ,არ ვიცი რა ვქნა”

-”მაინც?”  

-”გრანელი”

-”გრანელი,გრანელი,!..გრანელი?.. გრანელი?..-სხვადასხვა ხმიერებით წარმოსთვქამდა გალაკტიონი საკუთარ არსებაში იმზირებოდა და თითქო რაღაც  შორეულს უსმენდა,-”ტერენტი გრანელი,რაღა თქმა უნდა ”წალენჯიხელს” ბევრად სჯობა,პოეტურიც არის,სახელთანაც ბუნებრივად ჟღერს და კიდევ..კიდევ რაღაც იდუმალსაც მოიცავს თავის თავში”..

ამ სახელით დაუკავშირა თავისი პოეტური და ადამიანური ხვედრი პოეზიის უნაზეს საუფლოს..

სიწმინდისა და სიფაქიზის გარდა რაც მას გააჩნდა კიდევ იყო ერთი მეტად უჩევულო რაც მარადი ტანჯვის მიზეზად მიაჩნდა და წერდა კიდეც ირას ამის შესახებ, რომ მას არასოდეს ჰყვარებია ქალი ნამდვილი ჩევულებრივი მიწიერი სიყვარულით,მხოლოდ მისტიურ წარმოსახვებში ხილულ ქალს ეთაყვანებოდა..სწორედ ამიტომ მიელტვოდა ლენორას,-იდუმალ ქალს,არარსებულ უხილავ,მიუწვდომელ მშვენიერებას .

Image

”ლენორა-წმინდა,ლენორა-ერთი,ლენორა-მინდა,ლენორა-ღმერთი..ლენორა-მინდა,ლენორა-ფიქრი,ლენორა-წმინდა,;ლენორა-მიჰქრის.ლენორა-მოდის,ლენორა-მოვა,ლენორა-ლენორა-ლოდი,ლენორა-გლოვა,ლენორა-სხვებთან,ლენორა-მარტო,ლენორა-სევდა,ლენორა-დარობს…ლენორა-წმინდა,ლენორა-ერთი,ლენორა-მინდა,ლენორა-ღმერთი..”

თუმცა ტერენტი გრანელის ცხოვრებაშიც დადგა ის სასწაულებრივი მომენტი როცა ქალი შეუყვარდა ნამდვილი ხორციელი სიყვარულით,მაგრამ ისე მოულოდნელად გადაიარა და დაინგრა ვით მზე გადავილის ღრუბლიან ზეცას ქარას და აავდარში…

ეს ქალი იყო თამარ ჯაფარიძე რომელიც კიევში ცხოვრობდა..გრანელის ლექსებზე და ცხოვრებაზე თანაგრძნობით და სიყვარულით გამსჭვალული ეხმიანებოდა წერილებით ქართველ პოეტს, გრანელმაც შეიყვარა მასზე შეყვარებული ქალი და წერდა ისიც სატრფიალო წერილებს..

აქ შევწყვეტ ყოველივეს წერას,ვფიქრობ არ ღირს ზედმეტი მტკიცება და ახსნა თუ რატომ იყო ტერენტის ცხოვრება გაჯერებული გეენიით,ნიჭიერბით,ტანჯვით სიყვარულით და მოლოდინით მუდმივი მოლოდინით… ალბად ყველასათვის მეტნაკლებად ნათელია თუ რა იყო მისი ცხოვრების ნმადვილი არსი….ახლა კი თქვენის ნებართვით შევუდგები იმ ვიდეო რგორლების ატვირთვას რომელიც ზემოთ მოგახსენეთ რომელსაც თქვენი მონა მორჩილი კითხულობს..ცოდვა გამხელილი სჯობია,ჰო და გეტყვით რომ ხარისხით არ გამოირჩევა თუმცა ჩემთვის ყველაზე მნშივნელოვანი ის არის რომ უდიდესი სიიყვარულით და სიამოვნებით გავაკეთე ეს ყოველივე..იმედია თვქნეც მიიღებთ იმავე გრძნობით..

ვიმედოვნებ დავბრუნდები მალე 🙂                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

                                                                                                                                                       

მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება