”უცნობი ქალის წერილი”

აგვისტო 7, 2011 at 13:08 (ლიტერატურა)

ძალზედ დიდი ხანია მსურს რომ ჩემი შთაბეჭდილებები გადმოვაფრქვიო ამ ნოველის მიმართ მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე (მოკლედ ეს ”საუკუნის მოვლენებზე” ფიქრი მაფერხებს ხოლმე).. ხო და აი დადგა ეს ჩემთვის ნანატრი დღეც.. როგორც ცნობილია იგი დაწერა ავსტრიელმა მწერალმა შტეფან ცვაიგმა..იგი არამარტო ნოველებს არამედ ლექსებსაც წერდა..პირველად ამ ადამიანის შემოქმედებას, წერის კულტურასა და მსოფლმხედველობას ”უცნობი ქალის წერილის” წყალობით გავეცანი..

მართლაც უაღრესად დიდებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ მეტად პატარა ნოველამ რომელიც სულ რაღაც,თუ ზუსტად მახსოვს ერთ საათში დავასრულე, მახოსვს ჩემი რეაქცია იმის შესახებ რომ მსურდა არ დასრულებულიყი ნოველა და მინდოდა კიდევ დიდხანს ძალიან დიდხანს მეკითხა რათა უფრო მეტად დამტკბარიყო ჩემი ”გამოფიტული” გონება, მსურდა შემესისხლხორცებინა სიყვარულის განუსაზღვრრელი და გადაჭარბებული ”დოზა” რასაც თავად ქალბატონი გრძნობდა და ზედმეტად ჯადოსნურად გადმოსცემდა..

საოცარი,ამაღელვებელი და წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი..ნამდვილად არ ვეთანხმები ზოგიერთ სრულიად გამოუცდელი ადამიანების აზრს რომელნიც ამბობენ რომ ეს მხოლოდ ცამეტი წლის ბავშის ახირება და გატაცება იყოო. დღეს-დღეობით საერთოდ სიყვარულის ცნება თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იციან.. ამ ფრაზაში არ იგულისხმოთ ის ფაქტორი რომ ამ მცირეოდენ ხალხთა რიცხვს შეუძლიათ თქვან რა არის სიყვარული და დახატონ მისი თავისებურებები სიტყვიერად, ეს ნამდვილად არ მიგულისხმია რადგან აფსურდია ეს ყოველივე ვინმემ შეძლოს.გამომდინარე იქიდან რომ ეს გრძნობა სრულებით ამოუცნობი და მეტად თავისებურია.

ამბობენ სიყვარულმა ასაკი არ იცისო, ამ ფრაზას აბსოლუტურად ვეთანხმები..ნოველაში კი წავაწყდი იმ ნაწილს სადაც ქალი წერს რომ ის სწორედ ცამეტი წლის იყო როდესაც მის გულში ამ გრძნობამ უდიდესი ადგილი დაიკავა, რატომღაც მენიშნა და არ დაგიმალავთ მესიამოვნა კიდეც ამის წაკითხვა ( გამახსენდა რომ მეც სწორედ ცამეტი წლის ვიყავი როდესაც ჩემი ცხოვრება აბურდულ ძაფს დაემსგავსა ისე რომ მისი დაშლის გზას და ხერხს ვერსაიდდან ვერ ვხედავდი)..

ძალზედ არ ”მეხამუშა” და თვალში ცუდად მომხვდა ფრაზები ჩემს მისერ წაკითხულ ერთ-ერთ ბლოგზე ამ თემასთან დაკავშირებით რომელსაც რბილად რომ ვთქვათ სრულიად აგდებულად, ცინიკურად და გაუაზრებლად ჰქონდა განხილული საერთოდ ნოველა და კონკრეტულად ამ ქალბატონის გრძნობები და სიტყვები..

ჩემი აზრით ეს იყო მაგალითი ყველაზე წმინდა, სპეტაკი და უანგარო სიყვარულისა.. დღეს ბევრი შეყვარებული გოგონა თუნდაც ჩავთვალოთ რომ ნამდვილად უყვართ ვინმე (ცალმხრივად) მხოლოდ სიამაყის გამო არავინ არ ”დაეცემა” იქამდე რომ სყვარელი ადამიანის ნათითურებს ეამბოროს, არავინ არ ”დაეცემა” იმ დონემდე რომ ”მის” მიერ გადაგდებული სგარეტის ნამწვავი რელიქვიად აქციოს, არცერთი გოგო არ გაათენებს ყოველ ღამეს მისთვის საყვარელი ადამიანის სარკმელთან..აი იმ ქალს კი შეეძლო ეს ყოველივე ჩაედინა და აკეთებდა კიდეც. აი სწორედ ამას ჰქვია ჭეშმარიტი სიყვარული, წმინდა და უანგარო სიყვარული როდესაც არაფერს სრულიად არაფერს არ ითხოვ მისგან გარდა იმისა რომ ყოველდღე, მის ნაკვთებს, სახეს, ხელებს და ტანს წამიერად მაინც შეავლო თვალი რათა შენს მეხსიერებაში სამუდამოდ და ამოუძირკველად ჩაიბეჭდო. აი მე კი ამ ქალის (პერსონაჟის) წინაში ქედს ვიხრი., ვაფასებს მის თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს და ქმედებას..

დიდი დანაშაული უსამართლობა და შეცდომაა ამ ქალის გაკიცვხა. იმიტომ რომ მას უყვარდა მთელი მისი არსებით, გონებით, სულით, გულით, ყოველ ძარღვსა და უჯრედში მყარად ჰქონდა გამჯდარი მისდამი ეს სანუკვარი გრძნობა..
დღეს კი მსგავსი მოვლენები მხოლოდ მითი და ლეგენდაა რომელსაც კიცხავენ და ირონიული ტონითაც კი განსჯიან..

დიახ მეც სწორედ ცამეტი წლის ასაკში შემიყვარდა პირველად, მიყვარს დღემდე და ვიცი რომ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მანამდე სანამ ჩემი სული სხეულისგან ბოლომდე არ განთავისუფლდება კვლავ მეყვარება.. მეყვარება იქ სადაც წავალ (იქნება ეს ჯოჯოხეთი თუ სამოთხე), და არავის არავის არ მივცემ იმის უფლებას რომ გრძნობა რომელიც დღეს ჩემთვის უპირველესი, წმინდათა წმინდა და მარადიულია, დამიცინონ ან მასწავლონ რომ ეს მხოლოდ ახირება და ბავშვური გატაცება.

იცით მე რას ვთვლი ახირებად და გატაცებად,? როდესაც ჩემს გარშემო გოგონები, საუბრობენ, ”იცი გუშინ ბიჭი გავიცანი, სიყვარული ამიხსნა და მისი შეყვარებული გავხდი”, ან კიდევ ”შეყვერებული მყავს მაგრამ სხვა ბიჭი მომწონს და რა ვქნა მირჩიეთ”..ახლა ამისთანებს რომ ჰკითხო გყვარებია ვინემო,? თავს გაიგიჟებენ იმაზე საუბრით თუ როგორ უყვრდათ და როგორ იყვნენ ერთი კვირა ვიღაც ბიჭის შეყვარებულნი..აი ამის კულმინაციურ მომენტებზე ვგიჟდები ხოლმე, შორდებიან მხოლოდ იმიტომ რომ გუშინ მესიჯი არ მიწერა, დღეს კი კვლავ ახალი შეყვარებული ჰყავთ რომელზეც ყურებამდე არიან ”’შეყვარებულნი”..აი რა არის გატაცება და ნამდვილი ბავშვური ახირება..ამას ახირებასაც არ დავარქმევ.. მეზიზღება ამგვარი არაფრისმომცემი, უნიათო და პრიმიტიული ურთიერთობები როდესაც ვერ გაგირკვევია რა გინდა და რატომ გინდა.

ეს უბრალოდ  გადახვევა იყო და თქვენის ნებართვით საკითხს დავუბრუნები. მე პირადად ვფიქრობ რომ ის მწერალი არ იყო ამ ქალის სიყვარულის ღირსი და საერთოდ არ იყო იმის ღირსი რომ ვინმეს ასე ძლიერ შეჰყვარებოდა იგი, იდახ ნამდვილად იყო განათლებული და პერსპექტიული ახლაგაზრდა ამასთანავე ”ნაღები საზოგადოების” წევრიც მაგრამ როგორც ჩანს, ქალებთან ურთიერთობაში მეტად ფუქსავატი პიროვნება გახლდათ.. ნამდვილ დონჟუანად შეიძლება ჩავთვალოთ ეს ადამიანი რადგანაც მუდამ მრავალი ”ჯიშის” ქალთა გარემოცვაში ტრიალებდა..ასევე კიდევ ერთი ფაქტი თუ რატომ შეიძლება მივიჩნიოთ იგი არასერიოზულ პიროვნებად, რომ სამჯერ შეხვდა წერილის ავტორ ქალბატონს, ურთიერთობის ყველაზე ხანგრძლივი ვადა სულ რაღაც სამი დღე იყო მაგრამ მე მაინც მგონია რომ სამი დღე არ არის იმდენად ცოტა დრო იმისათვის რომ მხოლოდ ადამიანის სახე დაიმახსოვრო..(თუმცა ესეც ინდივიდუალურია), აი ამ მეტად წარჩინებულმა პიროვნებამ კი ვერცერთხელ ვერ შესძლო ამ ქალის ცნობა და გახსნება, ყველაზე ცუდი და გულის სატკენი ფაქტი ქალისათვის კი ის იყო რომ უკანასკნელი შეხვედრის დროს მწერალმა იგი კაბარედან წამოყვანილ ქალად ჩათვალა და ფულის გადახდა მოისურვა მისთვის..

მართლაც შეურყეველი და გაუნელებელი იყო ქალის სიყვარული,იმდენად დიდი იყო ამ გრძნობის სიჭარბე რომ ქალს მსოფლმხედველობაც კი შეუცვაალა და მისთვის პრიორიტეტული განათლების მიღება გახდა.

სულ რაღაც ერთი დღის უკან კი ვუყურე მაკს ოფიულსი-ის მიერ გადაღებულ მოკლე მეტრაჟიან ფილმს რომელიც შტეფან ცვაიგის ”უცნობი ქალის წერილ-ზე” დაყრდნობით იყო გადაღებული.. ჩემი ჭეშმარიტი დამოკიდებულება კი მეტად უარყოფითი იყო ამ ფილმის მიმართ.. ფილმში ვერ დავინახე იმ ემოციათა კორიანტელი რაც წიგნად წაკითხვის დროს ვიგრძენი..არც თავად უცნობი ქალის დამოკიდებულება არ იყო იმდენად თბილი და მგრძნობიარე როგორც წიგნში აისახა ეს.. რა თქმა უნდა შეუძლებელია წიგნის მიხედვით ზუსტად გადაიღო ფილმი მაგრამ ვაღიარებ რომ ეს ფილმიი წიგნში არსებულ მოვლენებთან მიახლოებულიც არ იყო, მეტიც ზოგიერთი სიუჟეტი არეულიც კი იყო ფილმში.. მოკლედ სამწუხაროდ პირველად ვერ დაიმსახურა ჩემი მოწონება ფილმმა რომელთაც როგორც წესი, წიგნის წაკითხვის შემდეგ ვუყურებ ხოლმე,.. ძალიან ხშირად როდესაც წიგნებს ვკითხულობ თითქმის ყოველთვის ვუყურებ მასზე გადაღებულ ფილმებს და უკმაყოფილო მხოლოდ ამ კონკრეტულ მომენტში დავრჩი.. გავიხსენებ რამდენიმე ფილმს (წიგნის მოტივებზე დაყრდნობით გადაღებულს) რომელთაც მართლაც დიდებული შეთაბედიებლა დატოვა ჩემზე.. ესენი ოყო:

ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე)

სამი მეგობარი (რემარკი)

ანა კარენინა (ტოლსტოი)

ვენეციელი ვაჭარი (შექსპირი)

ადელ ჰიუგო

საბრალონი (ვიქტორ ჰიუგო)

ანა ფრანკის დღიურები.

მოკლედ და კონკრეტულად ჩემი ემოციები იმაზე უფრო მრავალგვარი და მრავალფეროვანია ვიდრე მე ეს სიტყვებით გადმოგეცით, მეტად ვერ შევძელი ჩემი მოწონებისა და აღფრთოვანების გამოხატვა სიტყვიერეად ამიტომ ვინც კარგად ვერ გამიგეთ მომიტევთ რათა, ყველასათვის გასაგები ენით ვერ დავწერე და შესაძლოა ცოტადენ აბდაუბდად და უწესრიგოდაც მიწერია მაგრამ კიდევ ერთხელ მე მაპატიეთ. იმიტომ რომ სიყვარული ეს ის თემაა როდესაც ჩემთვის ძალზე რთულია კომპეტენტური და მართებული ვიყო.

მომდევნო პოსტში მსურს თავად ნოველიდან ამონარიდები რომელნიც მე პირადად პირველი წაკითხვის დროს მოვნიშნე აი სწორედ ის გაგაცნოთ..

მუდმივი ბმული 3 Comments

”საუკუნის მოვლენა” (უკიდეგანოდ გადაჭარბებული ემოციების კორიანტელი)

აგვისტო 5, 2011 at 13:08 (საზოგადოება)

მართლაც ძალიან არ მინდოდა რომ ამ თემას დაეკავებინა საერთოდ ჩემი ბლოგის ადგილსამყოფელი მაგრამ მართლაც შეშფოთებული ვარ ქართველი ე.წ თინეიჯერებით და უკვე ზრდასრული ადამიანების ცინიკური აზრების დაფიქსირების და გამო..ყველამ კარგად ვიცით რომ 2 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ჩატარდა ენრიკე იგლესიასის კონცერტი რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა ..( სანდო წყაროები კი გვაწვდიან ცნობას რომ კონკრეტულად 8 ათასი ადამიანი ესწრებოდა)
ისიც უკვე ძალზედ ცნობილი ფაქტია რომ ენრიკემ თავის ერთ მეტად რომანტიკულ სიმღერაზე რომლის სახელწოდებაც არის ”hero”, აიყვანა ერთი რჩეული მანდილოსანი 19 წლის სენაკელი გოგონა თამუნა სიჭინავა

( იყო ჩახუტების, კოცნის მოფერების და ა.შ მომენტები).. თუმცაღა არ დაგვავიწყდეს რომ ენრიკე ესპანელი ”მაჩოს” სახელითაა ცნობილი ამიტომ ეს ქცევა არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა მითუმეტეს მის ”ფანებს”.. ხო ახლა კი გეტყვით თუ რა ფაქტორი მაწუხებს მე..სოციალურ ქსელებზე და არა მარტო, არამედ მრავალ კერძო საიტზე დაიდო ეს ინფორმაცია ვიდეოს სახით და ასევე წერილობითაც და ეს მეტად შურიანი ბოღმის გადმოფრქვევის ზღვარზე მყოფი და დაკომპლექსებული მავანნი და მავანნი, ენრიკეს მეოხებით სცენაზე მოხვედრილ გოგონას ფეხქვეშ თელავენ, გესლს სვრიან.. ჩვენი უდიდესი პრობლემა ქართველების ის არის რომ აბსოლუტურად ყველაფერი გვიკვირს, გვშურს და დღემუდამ ვიღაც დამსახურებულ თუ არადამსახურებულ პიროვნებას ვლანძღავთ და მასზე ენას ვიქავებთ..არ წყდება კომენტარები და ქვესათაურები სურათებზე ”ენრიკეს რჩეული თამუნა” და კიდევ ამგვარი სისულელეები..

შემირცხვენია ქართული ვითომ ”ევროპის დონეზე განვითარებული” ტელევიზიები, რა ჰაერში სატრიალო და საპიარო თემა ეს იყო??? ნუთუ ადამიანებს რომელთაც სულ ერთეხელ მაინც აქვთ პოპ ვარსკვლავების კონცერტის ლაივები ნანახი არ იციან რომ აბსოლუტურად ყველა მომღერალს არჩეული აქვს ერთი თემატიკის (ამ შემთხვევაში კი სასიყვარულო) სიმღერა რომლის შესრულების დროსაც რომელიმე მანდილოსანი ამოჰყავთ სცენაზე და მხოლოდ მას უძღვნიან..ეს უკვე ზედმეტად ჩვეული ფაქტია ევროპაში და არამარტო ევროპაში, დარწმუნებული ვარ არცერთ ქვეყანაში არ ამტყდარა აასეთი, არა ამდაგვარი აჟიოტაჟიც კი იმის გამო რომ დავუშვათ ენრიკემ, რობი ვილიამსმა თუ მაიკლ ჯექსონმა გოოგონა აიყვაენს სცენაზე, სიმღერა მიუძღვნეს და ფანი ეიფორიაში ჩააგდესო..არ ვიცი არ ვიციი,, მგონია ადამიანნი ვითარდებიან და გონება ეხსნებათ მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ საქართველოში ვგრძნობ გონება-დახშულობის უდიდეს პრობლემას.. ვფიქრობ და ვერ გამირკვევია რას ერჩიან ამ გოგოს თუმცა ერთი მეტად ნათელია რომ შურთ ამ ადამიანის.. მესმის რომ ძალიან ბევრ გოგონას სურდა მის ადგილზე ყოფნა მართლაც იღბალი და გამართლებაა საჭირო ყველაფერში..


სიმართლე რომ გითხრათ ჩემთვის არაა ეს ყოველივე ”საუკუნის მოვლენა” .. მითუმეტეს არც განხილვის საგანი..უბრალოდ მართლაც გული მწყდება რომ სრულებით ელემენტარულ მოვლენებზეც კი საოცარი და ” აბორიგენული” დამოკიდებულება და მოსაზრებები გაგვაჩნია.. თუმცა პრეტენზია გვაქვს, ევროპელობისაკენ მიდრეკილებაზე, გვსურს არ ჩამოვრჩეთ მათ განვითარებაში და მეტიც ”გასწრების”’ამბიციაც კი გვაქვს მაგრამ ზედმეტად უსაფუძვლოა ეს ყოველივე.. მე ვხედავ რომ ქართველების ეს ვითომ ”გონება გახსნილობა” და ნორმალური ხედვა ყოფიერების მიმართ მხოლოდ ”ხორციელი სწრაფვაა”, შინაგანად კი მაინც პროვინციულად მოაზროვნენი ვრჩებით.. ეჰ ბათუმის გამწვანება კი არა სულ სემირამიდას ბაღები რომ გაგვიშენონ და ცათამბჯენების აურაცხელი რაოდენობა დაგვიდგან მაინც ბევრი გვექნება სასწავლი ეს მხოლოდ თვალის სატყურაა.., თვალს ატკბობ, სამაგირეოდ კი სულს ფიტავ,, ჩვენ ადამიანებს ”სულიერი საკვები”გვეესჭიროება რომ არსებული მოვლენები და ადამმიანნი სწროად განვსაჯოთ..ჰომოსაპიენსის მოვალეობა და დანიშნულება კი მხოლოდ ესაა..არ ვიცი რამდენად დარწმუნდებით ჩემი აზრის სისწორესა და მართებულობაში მაგრამ მე კიდევ ერთს გეტყვით მშვენიერი ცისფერთვალება და ქერა თმიანი გოგონაა თამუნა,

უფალმა შეარგოს ის ბედნიერება რაც მანვე მაინიჭა..და კიდევ ერთ რამესაც გეტყვით გულახდილად.. ნამდვილად არ ვვარ ენრიკეს (ძალზედ ბანალურია ეს სიტყვა მაგრამ ვიტყვი) ”ფანი”.. ამის მიუხედავად დავაფიქსირებ აზრს: აღნიშნულ მომენტში შესაბამის ადგილზე თავად, რომ აღმოვჩენილიყავ, უდავოდ კმაყოფილი ვიქნებოდი..თქვენ ალბად ფიქრობთ რატომ უნდა წახვიდე იმის კოცერტზე ვინც არ გიყვარსო?? მე კი ამ შემთხვევაში რამდენიმე არგუმენტით გავამყარებ ჩემს მოსაზრებას .პირველი ბათუმში მისული 8 ათასი ადამიანიდან დარწმუნებული ვარ ენრიკეს ჭეშმარიტი გულშემატკივარი მაქსიმუმ ათასი კაცი იქნებოდა და მეორე არსებობენ მომღერლები რომელნიც გვიყვარს ნამდვილად და მის შემოქმედებას მართლაც დიდ პატივს ვცემთ (აი ასეთი ხელოვანნი რომელნიც მე მიყვარს თითქმის ყველა აწ გარდაცვლილნი არიან, პოპში კი არ მყავს ფავორიტი მომღერალი) და ისეთები (ვგულისხმობ ენრიკეს) რომელთა მუსიკას ვუსმენთ მხოლოდ იმიტომ რომ სიამოვნებას ვღებულობთ.

აქვე ჩემს საერთო პოზიციასაც გაგაცნობთ ამ კონცერტის დეტალების შესახებ, რომ სრულიად ზედმეტი იყო ეს ქართული ”შოუბიზნესის’ დამანგრეველი ძალების გამოსვლა და აფიშირება კონცერტში და mtv-ს პირდაპირ ეთერში (მხედველობაში მყავს,3G, სოფო ნიჟარაძე და სოფო ტოროშელიძე)..


სტეფანე : ერის ”სიამაყე”

მუდმივი ბმული 6 Comments