წიგნი ჩემი სიცოცხლის ელექსირი….ანუ როგორ ვკითხულობ.

თებერვალი 3, 2012 at 13:08 (ჩემს შესახებ)

Image

”იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში, შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი” არა არა ამას მე კი არა ლიტერატურაზე სიგიჟემდე შეყვარებული ვასილ კეჟერაძე ამბობს,აი მე კი ჩემს თავს წიგნებზე შეყვარებულ მომავალ კლიმს ვუწოდებ და თუ ბედი გამიღიმებს თვით კეჟერაძეობაზეც  არ ვიტყვი უარს.
ძალზედ მცირე ასაკიდან ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, თუმცა ვაღიარებ რომ თავდაპირველად მშობლების დაჟინებული თხოვნის შედეგად გავხდი წიგნების მოყვარული, მაგრამ წარსულს თუ უფრო ჩავუღრმავდები გავიხსენებ რომ მშობლებისაგან ეს თხოვნა კი არა უფრო მოთხოვნა იყო, თანაც კატეგორიული. აი შემდეგ კი წიგნის უხილავმა ძალამ მაინც თავისი გაიტანა და შევიქენ მეც ლიტერატურის მოყვარულ ჰომოსაპიენსად.

 

Image

რაც თავი მახსოვს წიგნის კითხვის სულ რაღაც ერთგვარ მანერას ვფლობ რგორიცაა: ერთი სულ მთლად განმარტოვებული ოთახი,ადამიანებისაგან შორს მართლაც, რომ გარე სამყაროს მოწყვეტილი, ოთახში ვართ მე, ერთი ან ორი წიგნი და ჩემს გვერდით ეულად მდგარი ფინჯანი ყავა,თუ ყოველივე წესრიგშია მაშინ მეც კითხვისათვის მზად ვარ ხოლმე, აქვე ვიტყვი რომ ჩემთვის არ ააქვს მნიშვენლობა კითხვის დროს დღის რა მონაკვეთია,ვერც დღე მაფერხებს და ვერც ღამე…თუ გინდ დრო სულაც გაჩერდეს მე მაინც შეუჩერებლად ვიმოგზაურებ,ჩემს პერსონაჟებთან ერთად უსასრულობაში.

 

ვინ მოთვლის რამდენჯერ მიხეტიალია, მსოფლიოს სხვა და სხვა ლეგენდარული ქვეყნების ქუჩებში, რამდენჯერ მიმოგზაურია გულივერთან ერთად ჯუჯებისა და გოლიათების სამყაროში და რამდენჯერ მიცქერია შორიდან ამოკით შეპყრობილი,ვნებათაღელვის ქარცეცხლში მყოფი ექიმისათვის რომელიც სულ მუდამ ელოდა წამს, როდესაც გამვლელი გამოჩნდებოდა.. 

Image

ეს ყოველივე ჩემს სულსა და გონებაში იღბეჭდება,ყოველგვარი ხმამაღალი კითხივის გარეშე.
თუმცაღა ერთი მეტად უცნაური თვისება მაქვს , როდესაც წიგნში ჩემთვის ძალზედ საინტერესო,ბრძნულ და მრავლის მთქმელ ფრაზებს წავაწყდები ხოლმე, სიჩუმის ბურუსიდან ვერკვევი და რამდენჯერმე ხმამაღლა ვაჟღერებ მას რათა წარუშლელად ჩავიბეჭდო მეხსიერებაში..მსგავს უცნაურობებთან ერთად,ვფიქრობ მკითხველისათვის ერთი ეგზომ უარყოფითი თვისება მდევს თან, გამომდინარე იქიდან, რომ არაცერთხელ არ დამისრულებია კითხვა ისე რომ მოუთმენლობით შეპყრობილს და წიგნის ნახევრამდე მისულს აჩქარებით არ წამეკითხოს უკანასკნელი ფურცელი,რათა დროზე ადრე შემეტყო თუ როგორ დასრულდებოდა ნაწარმოების სიუჟეტი..შემდეგ კი კვლავ სწრაფი ტემპითა და გაასმაგებული ინტერესით ვაგრძელებდი კითხვას..როგორც ხედავთ ძალზედ მავნედ შემომჩვევია წიგნის დროზე ადრე დასრულების მოუთმენლობა:))
ერთი სიტყვით ლიტერატურულ ლაბირინთებში მოგზაურობაზე უდიდესი ნეტარება და ბედნიერება სამყაროში არ მოიძებნება.. იქ საკუთარ თავს სულ მთლად განმარტოვებული აფასებ,განსჯი და შეიცნობ..
ვიმეოდვნებ მომიტევებთ რომ გავკადნიერდები და ამჯერად ლევ ტოლსტოის დავესეხები 

Image

”მართლაც რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი, რომ ყოველდღიურად შეხვიდე მსოფლიოს უდიდეს ბრძენთა საზოგადოებაში”

 არ არსებობს გონებისგამოცოცხლების უკეთესი, საშუალება ვიდრე ძველი კლასიკოსებისკითხვაა.საკმარისია ხელში აიღო რომელიმე მათგანი თუნდაც ნახევარი სათითიკითხო და მაშინვე თავს იგრძნობ განახლებულად,მსუბუქად და განწმენდილად.

 

Image

 

1 კომენტარი

  1. Kejeradze said,

    სრულიად ვეთანხმები ვასიკოს, ლევს და ავტორს 🙂

დატოვე კომენტარი