”პასუხად გალაკტიონის მესაფლავეს” უცნობი პატიმრისგან…

აპრილი 2, 2017 at 13:08 (პოეზია)

images

მოგესალმებით მეგოობრებოო….უუუხ რაოოდენ დიდი დროოა გასული ჩემი ბოლო პოსტის დაწერიიდან ვინ იციის :)))) რამდენი რამ მოხდა ან არ მოოხდა ამასააც ვინ მოოთვლიის….თუმცა კარგით ეს მერე იყოს… ახლა მთავარი ერთია.. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელიდან შევიტყვე ერთი მეტად საინტერესო და საკმაოდ ოპტიმისტური ლექსის შესახებ, რომელიც გალაკტიონის ”მესაფლავის” საპასუხოდ დაუწერია თურე ვინმე უცნობ პატიმარს… ინტერნეტში ”ძრომიალის” შედეგად საკმარიისი ”რეზულტატები” ვერ ვნახე..იყო უამრავი მოსაზრება ლექსის ავტორის ვინაობის შესახებ..ამიტომ გადავწყვიტე რომ მე სახელად უცნობი პატიმარი დავტოვო… და თუ ვინმემ რეალურად იციის ამ ადამიანის ვინაობა სიამოვნებით მივიღებდი მაგ ინფორმაციას თუ დააკომენტარებდით….ამ ლექსის ”რაობაც” განხილუია რასაკვირველია, ეს ხომ საქართველოააა:))) სხვანაირად შეუძლებელია..!!! ზოგს მოსწონს, ზოგი კიდევ ამას გალაკტიონის შეურაცხყოფასთან აიგივებს… მე ნაკლებად ვინტერესდები სხვების აზრით და უბრალოდ ყოველგვარი ფამილაორობის გარეშე, მოწიწებით ჩემსას დავაფიქსირებ…წავიკითხე თუ არა აღფრთოვანება და გაოცება ვიიგრძენი, საოცარი ოსტატობით არის დაწერილი, მთელი სული და გულია ჩაქსოვილი თითოეულ სიტყვაში, ნაფიქრია ათასგზის, რეალობაც არის, მისტიკაც და ირეალობაც ამ ლექსის შინაარსში..ლექსი სწორედ იმისთვის არის რომ პირდაპირ თუ ირიბად გადმოგვცეს არსებული ან მოსალოდნელი რეალობა..რაც შეეხება გალაკტიონის ”დაკნინებას” ერთ პროცენტსაც ვერ ვხედავ  და ვერც ვგრძნობ..გალაკტიონი ამ ლექსის შექმნის თუ არ შექმნის შემთხვევაში მაინც თავის ადგილზე იქნება და მოწოდების სიმაღლიდანაც არ დაქვეითდება, ეს აბსურდია…ჩვენ კი ქართულ პოეზიაასა თუ სხვა ხელოვნების დარგში არაერთხელ გვსმენია დიდი გენიებისა და ჯერ კიდევ დამწყები ”პოეტების” შერკინების შესახებ…ეს სრულიად ბუნებრივი და აზარტულიც კი არის თავად ”მელექსეებიისთვის”…მჯერა გალკტიონი ცოცხალი რომ ყოფილიყო აუცილებლად ღირსეულად შეაფასებდა ამ ლექსს და თანაც პასუხსაც გამოიმეტებდა მისთვის.. შინაარსის მხრივ კი ორივე მეტად საინტერესოა…ამ ლექსებში ორი განსხვავებული პრიორიტეტები და რეალობაა წამოწეული წინ..”მესაფლავეში” სიკვდილის და ადამიანის მუხანათური თვისებებია დახატული, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამიწვეულ დაღს და ტკივილს ”სხვა” აშუშებს და ავიწყებს..ლექსის პასუხში კი პირიქით სიკვდილის, ადამიანის და მარადიული ტრფობის დადებით მხარეზეა საუბარი, რომ სატრფოს გარდაცვალებით უამრავი ადამიანი დატანჯულა და ამ ტანჯვაში და ერთგულებაში გაულევია სიცოცხლე …ორივე ლექსში აბსლუტური რეალობაა დახატული…ჩვენს გარშემო მყოფი საზოგადოების ცხოვრებას, ან თუნდაც ჩვენი მეგობრების ან ნათესავების ცხოვრებისეული მაგალითებიდანაც შეგვიძლია დავინახოთ იგივე რასაც ვკითხულობთ ამ ლექსებში..ერთნი სატრფოს კუბოს კარამდე ერთგულობენს, მეორენი კი დროთა განმავლობაში ივიწყებენ და სხვა არსებით ანაცვლებენ..რომელი ქმედება უფრო სწორი და მისაღებია აი ამის გარჩევა ნამდვილად არ ღირს რადგან ეს უკვე ინდივიდზეა დამოკიდებული..მოკლედ თავი რომ აღარ შეგაწყინოთ ბოლოს გეტყვით რომ ჩემთვის უზარმაზარი სიამოვნება მოაქვს საქმიანობას, როცა ლექსს რომელიც მომეწონება ან შემიყვარდება წავიკითხავ, გავაფორმებ მუსიკით თუ ასე შემდეგ და მას ჩავწერ.. სწორედ ასე მოვიქეცი და ახლა მინდა შემოგთავაზოთ ჩემს მიერ წაკითხული ზემოთ აღნიშნული ლექსი უცნობი ”პოეტისა”..ისიამოვნეთ მეგობრებოო და ვისაც არ გსმენიათ ეს ლექსი მთლად უკეთესი, პირველად მოსმენის ბედნიერება გექნებათ და უფრო საღად გამოიტანთ თქვენეულ დასკვნებს.. მადლობა ყურადღებისათვის …როგორც იტყვიან ხოლმე ”კინემატოგრაფიაში” ექშენ…. :)))))

https://www.youtube.com/watch?v=dbJB-2lDncE&t=50s

მუდმივი ბმული 3 Comments

მე 94–იანელი ვარ

ივნისი 15, 2015 at 13:08 (კინემატოგრაფია)

ბოლო პოსტი ცხრა თვის წინ განვათავსე, ისიც სპეციალურად ”ქარის მოტანილ წერილებს”ეხებოდა, ანუ რაღაც თარიღს უკავშრდეებოდა. დღევანდელი ჩანაწერი კი თარიღებს და ქრონოლოგიეებს დაუკავშირდება, მათ შორის დღევანდელს, თანაც სტიქიას ჩევენს ქვეყანაზე თავს დატეხილს.დიახ მე 1994 წლის 17 აპრილს დავიბადე. ჰო რა დიდი არც არაფერი, მეოცე საუკუნის მიწურულს…ახლა კი ოცდამეერთეე საუკუნეში ვართ და მეც ოცდაერთის ვარ. თითქოს არაფერი უნდა გვიკვირდეს დღეს, არც ტექნიკური ნოვაციები, არც ცხოვრების სტილი, ევროპული მანერებით ცხოვრებას და ” მიხვრამოხვრებს” უნდა შევეჩვიოოთ თუმცა თურმე ისეთებიც ხდება რაც მე ამ 21 წლის მანძილზე მაქვს ნანახი, მოვყვეთ ქრონოლოგიურად?? შესაძლოა ბევრი რამ არ მახსოვდეს მაგრამ მაინც ვეცდები დავიცვა ქრონოლოგია იმ ცხოვრებისეული ეტაპების რამაც მე ყველაზე მწვავედ მატკინა გული, განმაცვიფრა თუ შემაშინა. ჰო მე ის 94–იანელი ვარ ვინც მოესწრო

cms-image-000019380

2003 წლის ვარდების რევოლუციას, ე.წ დაგეგმილ ვითომ სამოქალაქო გადატრიალებას და დიდიის ვაი–ვაგლახით მოსულ ახალ მთავრობაას განახლებული სამთავრობო კლანითურთ….დიახ მე ის 94–იანელი ვარ ვინც ვარდებით ხელში დამშვენებულმა მთავრობამ და ქართველი ჯარიკაცების დიდმა ნაწილმა ”ვარდებიანი” მთავრობის მითითებებით ცემით ამოხადეს სული რიყის პარკში შეკრებილ თანამოქალაქეებს  2007 წლის 7 ნოემბერს განსხვავებული აზრების გამოხატვის და გამო…

  1353670748_saakashvili-vardebis-revolucia206hqdefault

მე ის მოზარდი ვიყავი ვინც ასევე ამავე ვარდიანი მთავრობის მიერ დატრიალებულ ტრაგედიას 2011 წლის 25 მაისს ღამით თვალს ადევნებდა ტელევიზიით თუ როგორ უსწორდებოდნენ ე/წ ზონდერ–ბრიგადები 300 კაციან შეუიარაღებელ  აქციის მანიფესტანტებს,

скачанные файлы838665116e56928c504825720ca1844bcms-image-000002485

ხელკეტებით და მხუთავი აირებით, მაშინაც იყვენენ დაღუპულები მაგრამ ვიღას ახსოვს, ზოგი ისე გაიხრწნა სახურავებზე რომ ვერვინ ვერაფერი გაიგოოო მე კი მაშინ 26–ში გამთენიისას ძილიც კი არ მეკარებოდა მაგ ყველაფერზე ფიქრის და თვალებში ღრმად ჩაბეჭდილი კადრების გამო.. მეორე დღეს კი დამოუკიდებლობის დღეც დადგა (ირონიული სმაილი)… დიახ მე ის ახალგაზრდა ვარ ვინც 2008 წლის აგვისტოს ომსაც მოესწრო..

скачанные файлы (1)9252804187886703002georgia-web1-articleLargew13s0

ჰო ვინ იფიქრებდა რომ რუსები ამდენი ხნის შემდეგ საქართველოს ანექსირებას თუ კიდევ მოინდომებდნენ, თანაც 21 საუკუნეა, ვინღა იბრძვის, იარაღებით ”ხანჯლებით” და ტანკებით????… ახლა ხომ ატომური იარაღით ბრძოლის საუკუნეა?, მსოფლიო წინ მიდისს.. მე კი შევიგრძენი განვიცაადე და შეემეხო, თითოეული დაღუპული ქართველი სამხედრო  და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვინც ამ ომში იბრძოდა, ომმში იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები და ამ დროს სხვები ჰალსტუხებს ღეჭდნენ და საქართველოდან შეუმჩნევლად გაქცევის გეგმებს აწყობდნენ.. ჩვეულებრივი მოსახლეობაც იგივე ხერხს მიმართავდა და მხოლოდ გაქცევით შველოდნენ თავს.. და მათ შორის მეც ჩემს ოჯახთან ერთად ჩაბნელებულ ოთახში სუნთქვა შეკრულნი ვისხედით და ველოდით იმ ”სინათლეს” როემლიც გვამცნობდა სახლიდან გაქცევის მომენტის დადგომას, აი ეს შეგრძნება არასოდეს არ დამავიწყდება, თუ როგორ დარბოდნენ დარაზმულები ჩემს სხეულში მილიონი ჭიანჭველა…..და ბოლოს მე  ის 94–იანელი ვარ ვინც 2015 წლის 14 ივნისს მოესწრო დამანგრეველ ღვარცოფს და მეწყერს რომელმაც ჩვენი სანაქებო თბილისის საამაყო უბნები ძირფესვიანად

get_img get_img (1)

ამოძირკვა, რომელმაც ადამიანები შეიწირა, რომელმაც ცხოველები გაათავისუფლა თუმცა გააათავისუფლა იმისათვის რომ ისევ სიკვდილის ”კლანჭებში” მოექცია… დიახ მე იმ სტიქიიის მომსწრე ვარ რომელმაც ჯერ მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს შეახსენა  რომ არსებობს, რომ ერთ წუთში ძალუძს გაგანადგუროს, რომ ის უძლეველია და რომ მისთვის საუკუნეს არ აქვს მნიშვნელობა, არც შენს მენტალიტეტს არ აქვს აზრი მისთვის და არც იმას ხარ თუ არა ევროკავშირში…. ის თითოეული სისხლის წვეთი რომელიც დაიღვარა საუკუნეების თუ წლების წინ ქართველების შეცდომებზე თუ იციით სად გაქრაა??? სად დაიდო ამ სისხლიანმა ტრაგედიებმა ”ბინა”?? დიახ დიახ, ამას ბუნებაც გრძნობს,  ჩვენს მიწებს და ხეებს შეახმათ ის სისხლი.შეგვახსენა რომ სწორად ცხოვრება, საწინდარია ბედიერებისა, ბუნების მოვლა ჩვენ დაბდებიდანვე ვალად გვადევს, ამ ვალს ვერასოდეს გადავიხდით.. დავაბინძურებთ გარემოს და ჰაერს? გვექნება შუა გზატკეცილებზე ნაგავსაყრელები ურნების გარეშე? საშინელი ეპიდემიებით დავიხოცებით… გავჩეხავთ და გავანადგურებთ ხე–ტყეს? ხვალ უკვე მეწყერი კი არა ქარბორბალა დაგვაატყდება თავს…ავაშენებ ჰესებს და მსგავს უბედურებებს მაღალ –მთიან რეგიონებში სადაც ერთადერთი ადგიილია რომ ადამიანმა სუფთა ჰაერი შეგირძნოს .. ამასაც დავაბინძურებთ არაფრისმომცემი და გამოუსადეგარი დანადგარეებით და ექსპერიმენტებით??? ჰო და აი ისევ ხვალ, მზის ნაცვლად შავი ღრუბელი არ გაქრება, საქართველოს ციდან, ზაფხულის ჟუჟუნა წვიმებს კოკისპირული წვიმები შეცვლის, შემოდგომის სასიამოვნო სიოს კი ქარიშხალი…. აღარ იარსებებს საქართველოში ოთხი სეზონი.. ჩვენი თანმდევი მხოლოდ წვიმა, ქარიშხალი და ყინვა იქნება, მზის სხივს ვინატრებთ.. ჩვენს წინააღდეგ ამხედდრდება არაგვიც, მტკვარიც, რიონიც და ყველა ის მდინარე რომელთააც ჩვენი მგოსანი მწერლები მუზებს უწოდებდნენ და შეჰხაროდნენ…. აი ეს კი სხვა არაფერია თუ არაა მეორედ მოსვლა და იისიც კი არ ვიცი ჩევნს დროში თუ მოიძებნება ვინმე ”ნოე”, ვინც შეძლებს გადაგვარჩინოს.. თუმცა სანამ ამ უკიდურესობამდე მივალთ მანამდე სჯობს ჩვენი თავის ხსნის და შველის გზა ჩვვენვე ვიპოვნოთ..

მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება

”ქარის მოტანილი წერილი”:))

სექტემბერი 22, 2014 at 13:08 (უცნაურობები)

 

old_love_letters_pictures_

დღეს 22 სექტემბერია მეგობრებო და მსურს დღევანდელი ამინდივით თბილი სალამი ვუთხრა თითოეულ თქვენთაგანს….

ძალიან დიდი ხანია არ დამიწერია არაფერი თუმც, ბლოგის დასაწყისში უბრალოდ არ მიხსენებია დღევანდელი თარიღი…სოციალურ ქსელზე ალბად ყველას მოგეხსენებათ რომელსაც ვგულისხმობ, ერთი შემოქმედებითი გვერდის ადმინმა დაპოსტა ინფორმაცია რომ 22 სექტემბერი არის ”ქარის მოტანილი წერილების” დღე… დაწერეთ წერილი, ყოველგვარი ავტორისა და ადრესატის მითითების გარეშე..მისწერეთ იგი თქვენ ახლობელს, უბრალოდ დედამიწას, საყვარელ ადამიანს, ძველ სიყვარულს, მოკლედ თქვენ რაზეც მოგესურვებათ და დატოვეთ იგი ქუჩაში სკამზე, სკევრში, ავტობუსში ან თუნდაც მარშუტკაში, გადაეცით იგი სრულიად უცხო ადამიანს რათა მანაც სხვას გადასცეს…

ერთი სიტყვით ზედმეტად საინტერესოდ მეჩვენეა და მეც ავდექი დავწერე, უფრო სწორად მივწერე ”მას”…და აი ისიც:)))

1-3-002

” ”ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო” ამბობენ, მაგრამ მე არ მჯერა…იმიტომ რომ ძალგიძს ”ის” მოსტაცო ქარს და დაიჩემო:)…. შენ კი შენ, ქარს არ ”მოუტანიხარ” …
შენ ჩემივე ნებით შემოანათე ჩემს ცხოვრებაში და გააჩინე სინათლე, თუმც წასვლით შენი ნებით წახვედი ..მე კი მას შემდეგ, ხელის ცეცებით ვიკვლევ ცხოვრების ბნელ გზას… 

10514419_703867983036086_813778148003271335_o

პირველი და მარადიული დაგარქვი,

10644757_708237885932429_4450995462426263538_o

საუკუნოდ ხანგრძლივად მეჩვენება პერიოდი როცა ჩემად გგულობდი.. ვერ დავიკვეხნი რომ შტეფან ცვაიგის მიერ გამოგონილი პერსონაჟის ”უცნობი ქალი”–ს მსგავსად შენს ნაფეხურებს ვკოცნიდი მეთქი, ან კიდევ შენს მიერ დაგდებული სიგარეტის ნამწვავი რელიქვიად ვაქციე მეთქი..(რომც მდომოდა ამას ვერ მოვახერხებდი იმიტომ, რომ შენ არასოდეს ეწეოდი ყველაზე მეტად კი ეს მომწონდა შენში),მაგრამ შენს ყოველ წვრილმანს მე ხომ ძალზედ კარგად ვიცნობდი, ყოველ დეტალს შენი სახის ნაკვთების, შენი ჩაცმის სტილის თუ შენს გამოხედვას…უშორესი მანძილიდან შემეძლო გამომერჩია შენი სილუეტი ასთაგან…ჰმ რამდენი დამთხვევააა მაინც ჩემსა და იმ ”უცნობ ქალს” შორის:)).. მეც ხომ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი როცა პირველად შეგიგრძენი და ერთად დასახლდით ჩემს გულში შენ და გაზაფხული.. მძულდა ზამთარი და მისი თანმდევი სიცივე, თუმცა ისიც შემიყვარდა იმიტომ, რომ წელიწადის დროების ცვალებადობასთან ერთად, ჩემი შენდამი სიყვარულიც იზრდებოდა და ღვივდებოდა….

10583789_702089419880609_3667840370748784042_n

არ მახსოვს როდის გაგიცანი და რამდენ ხანში მოასწარი ჩემი გულის მონადირება იმიტომ, რომ მეგონა დაბადებიდან გცნობდი..მეგონა შენს დაბადებასთან ერთად გაჩნდა ჩემი სიყვარულიც, უბრალოდ ამას ცოტა მოგვიანებით მივხვდი..
ყოველი დღის გათენება და მზის ამოსვლა ჩემი ბედნიერი ცხოვრების საწინდარი და წინაპირობა იყოო…ჰმ ნამდვილი გიჟი ვარ..
შექსპირმა თქვა ”მე თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ და იცით რატომ? იმიტომ რომ მე არავისგან არაფერს ველი რადგან მოლოდინს ყოველთვის ტკივილი მოაქვს”..

10373501_703159466440271_988928682867442727_n

შენ კი არაფერში გადანაშაულებ, ალბად ვერ დაგანახე საკუთარი თავის ისე როგორც უნდა დაგენახე და შენც აღარ მოინდომე ჩემი შეცნობა ….შენ სხვა ხარ, მე კი სხვა, მაგრამ ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენს შორის.. შენი სულის სიღრმეშიც იგრძნობოდა ტკივილნარევი სიცოცხლის კვალი, როგორც ჩემში.შენი თვალებიდანაც იღვრებოდა უთქმელი სევდა დაფარულად, როგორც ჩემი თვალებიდან….

10565056_690919447664273_4730212990964041889_n

დრო გადიოდა და ჩემმა სიყვარულმაც ასე იხეტიალა უმისამართოდ ხუთი წელი,მართლაც დრომ დაინდო ჩემი სიყვარული და ხანგრძლივად ხელუხლებელი დარჩა…შენ ახლა მარტო ხარ შენს ტკივილებთან ერთად..მეც მარტო ვარ თუმც ის გრძნობა წარსულშია დაკარგული, თავის კვალს კი მაიინც ტოვებს ჩემში(პირველი ხომ ყველაფერი ბედნიერებასთად და სხვაგვარ განცდებთან ასოცირდება: პირველი სიყვარული, , პირველი ნაბიჯი, პირველად ნათქვამი ”მიყვარხარ”) თუნდაც აი ამ წერილით რომელსაც შენამდე ვერც ქარი და ვერც ვინმე სულიერი ვერ მოიტანს.
შენ ქარს არასოდეს ”მოსტაცებ” ჩემს გრძნობებს და ვერ დაიგულებ შენად იმიტომ რომ ქარმა დაგასწრო და დიდი ხნის წინ, უკან წაიღო და დააბრუნა უსასრულობაში…
შენი უცნობი ”დამჩემებელი”..”

10410418_706444266111791_2709416640913408869_n

აი ასეთი იყო წერილისა და ზღაპრის ბოლოო:))) დაწერეთ მეგობრებო და ის ოდესმე მაინც მივა ადრესატამდე:) ❤ ❤ მუდამ თქვენი კეთილისმსურველი..images

მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება

”ექსპრომტად”

სექტემბერი 12, 2013 at 13:08 (უცნაურობები)

Image

ვზივარ, ვუსმენ Daniel Powter Bad day-ის  და ვფქირობ, რას ეგ ჩემთვისაც ბუნდოვანია ამ ეტაპზე. J J…არასოდეს არ ვეხები ხოლმე ჩემს პირად ცხოვრებას ამ ბლოგზე თუმც უცაბედად მომინდა დამეწერა, რაღაც შლეგურად მომაწვა ეს გრძნობააა J J J ,, ყველა წერს, პროზაიკოსობს და პოეტობს მეც თუ დავწერ ორიოდს ვითომ ვაშავებ რაიმეს ამით?? …. მეგობრებისაგან მოსული ძალიან დადებითი ემოიციებით ვარ დამუხტულიი.. ჩემი ქეთო და ჩემი მარი.. მათით ვცოცხლობ, ისინი ფერადოვნებას და ბედნიერებას მატებენ ჩემს ‘’შავთეთრ’’ და ერთფეროვან ცხოვრებას… ჰმმმ რამდენი ვაცინე დღეს ჩემი გოგოოონებიიი J J J J მე მუდამ ‘’გამამხიარულებლლის’’ პოზიციაში ვარ ხოლმე, ოღონდ ასეთი მხოლოდ მათთან ვარ , ‘’მსუბუქი, ჰაეროვანი და ბედნიერი’’….

Image

ჰო ამ ბოლო პერიოდში, ჩემი ცხოვრება ძალზედ დატვრითული და საოცრად მოწესრიგებული გახდა, სამსახურმა ისეთ რეჟიმში ჩამაყენა, ამას ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდიი. აი პირველი ხელფასი კიი უტკბილესიი აღმოჩნდაააა J J J

მალე სტუდენტური ცხოვრებაც დაიწყება,თეატრის სეზონიც გაიხსნება ჩემთვის და ამით ხომ ასმაგად ვიბედნიერეეეეებბბ….:))))))) ❤ ❤ ❤ ❤ ❤

Image

ამ დროის განმავლობაში უამრავი ‘’ჯიშის’’ ადამიანის გაცნობა მოვასწარი და უკვე იმდენად მიადვილდება ზოგადად ადამიანთა ფსიქოლოგიის და აზრების განჭვრეტა რომ საკუთარი თავის ასეთი ინტუიციის მოჭარბებული გრძნობით თავადაც გაოცებული ვარ…. იმდენად ბანალური, უსუსური და იაფფასიანი სურვილებით და გრძნობებით არიან აღვსილნი რომ ზიზღს მგვრის ეს ყოველივე…აღარ არსებობს ნამდვილი, სუფთა და ჭეშმარიტი გრძნობები… მხოლოდ მატერია, მხოლოდ მატერია და მხოლოდ  ‘’გარე ფასადი’’, აი რა არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მნიშნელოვანი და დასაფასებელი…’’ შინა ააარსს’’ კი როგორ, ანაგვიანებენ და აბინძურებენ ამას ვერც კი ამჩნევენ… ახრჩობთ სიამაყე, როგორ შეიძლება მათზე მეტი იცოდეეე?? ამას არაფრისდიდებით არ დაუშვებენ და თუ შეგატყეს მათზე მეტად შეგნებული და გაგებული ხარ უკადრებელსაც კი გაკადრებენ….თუმც მე ყველანაირად ვიცავ თავს ასეთი ბოგანოებისაგან… ადამიანს თვალებში ეტყობა, რისი გამკეთებელია, რა მიზანი და არსი აქვს გულში.. ამიტომ თუ მხვდა წილად ‘’ბედნიერება’’ ასეთ ბოგანოებთან ურთიერთობის, შევყვები, შევყვები და ბოლოს წერტილს ვუსვამ ხოლმე ყოველივეს..

Image

ერთი პერიოდი განვიცდიდი თანაც საკმაოდ მძაფრად  ასეთი არსებების აზრებს,თუ  რას იფიქრებდნენ ჩემზე, თუმცა გარკვეული ხნის  შემდეგ მივედი დასკვნამდე,  რომ ინას ნერვული სისტემა  არ იმსახურებდა ამგვარ სტრესს და  დატვირთას ამ ‘’არარაობების’’ გულისათვისს..

ხანდახან დაინისლება ხლომე გონება, სულში ყველაფერი ირევა და ნაცრისფერდება, მაგრამ გულიში მალევე გამოიდარებს )))))

Image

არ გეგონოთ მხოლოდ უარყოფითი აზრებით ვარ სავსე ადამიანების მიმართ,, არაა არაააა… ამ ორი სტუდენტური წლის გამნავლობაში იმდენი თბილი, ნამდვილი და ღირესული ადამიანი გავიცანი რომ კვლავ ‘’იმედიანი’’ გავხდიJ J

იციით როგორი ადამიანები გავიცანიი?? აი რომ შეხედავ და თვალებში ორი ვარსკვლავი უციმციმებთ(ვარსკვლავები კი ჩემთვის უდიდესი არსის მატარებელნი არიან)…ღიმილიც რომ ბედნიერი და არაყალბია და მათ თითოეულ სიტყვაში რომ გულწრფელობა იგრძნობაა…Image

ჰო მართლა რაც შეეხება იმას რომ ზაფხულიი მიიწურა უკვე თორმეტი დღეა ჩემი გულიც წაიღო, მიუხედავად იმისა რომ არ ვიყავით დიდად განებივრებულნი მზის სითბოთი მე მაინც ზაფხულის’’ ქვრივად’’ ვრჩებიიი L… ამ სინანულის მიუხედავად ზამთარსაც ვუცდი მედგრად , რადგან უამრავი მიზანი და ოცნება მაქვს განსახროციელეებლიი, ვინ მოთვლის რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი ამ ზამთარსა და აწ უკვე გაზაფხულზეეეეე რომ ერთი უდიდესი ოცნება ავიხდიინოოოო ❤  თუ ყველაფერი ისე წარიმართება როგორც მე ვგეგმავ, მაშინ მომავალ 2014 წელს  უკვე ‘’იქიდან’’ გაგესაუბრებით ჩემს ახდენილ ოცნებაზეეე J)))))))) J) ამიტომაც არ გავამხელ ჯერ…. 

Image

დღეს კი ჩემში ‘’ყვავილობის’’ პერიოდია…. არ ვიციი როდემდე გასტანს ეს ყოველივე  და როდის ‘’დაზამრთდებაა’’ მაგრამ მანამდე ვაბედნიერებ სულსს.. დღეს მართლაც ცარიელი, უწონადო და ჰაეროვანიი ვარ.. ამიტომაც ვბედავ და ვწერ ასე ხელაუღებლად..:))))))) ბოლოს კიი ასეთ დასასრულს გამოვუძებნი ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას…

მე – ყველაზე დიდი რეალისტი,

რომანტიზმის მეწამული მანტიით მოსილი,

სქესით – მდედრი

და მდგომარეობით – მარტოსული,

ვებრძვი ცხოვრებას.

 Image

მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება

ტერენტი გრანელის წერილები ”Memento Mori”

ივლისი 14, 2013 at 13:08 (პოეზია)

Imageდა აი ჩემო ძვირფასო მკითხველნო დავბრუნდი ახალი პოსტით..ალბად გახსოვთ ჩემი ბოლო ბლოგი რომელიც 2012 წლის 15 ივნისს დავწერე და ალუდა ქეთელაურს,ღირსეულ და ნამდვილ ხევსურ,მთის სულის პატრრონს მივუძღვენი..მიუხედავად იმისა რომ ამდენი დრო გავიდა მაინც იგივე გრძნობით,განცდით და ემოციით განვიცდი მის არ ყოფნას :(( სწორედ ახლაც მისი სიმღერის ფონზე ”ვქმნი” ამ ყოველივეს 😦 თუმცა ცოტაოდენი ხნით ეს თემა გვერძე გადავდოთ და ამჯერად მინდა კიდევ ერთი გენიოსი,ზედმეტად ტრაგიკული,განსხვავებული  და სენტიმენტალური გრანელის შესახებ გაგაცნოთ ის დეტალები რაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანისათვის არ არის ცნობილი..არა ეს არ არის გარკვეული ფაქტები მისი ცხოვრების შესახებ, არამედ მე ვაპირებ გავახმოვანო ვიდეო რგოლის მეშვეობით თავად მის მიერ დაწერილი წერილები რომელსაც უგზავნიდა თავის ერთადერთ სულის ახლობელ მეგობარ ირას… მანამნდე სანამ ამ ვიდეობს იხილავდეთ მინდა ცოტაოდენი ჩემი შტაბეჭდილებაც გაგიზიაროთ   ამ დიდებული ადამიანის შესახებ…დავიწყებ იმით რომ რამდენიმე ხნის წინ ტერენტის ვიანობისა და ლექსების შესახებ გარკვეული ინფორმაცია გამაჩნდა რადგან ყველაზე მეტად მისი ერთ-ერთი ლექსი იყო განთქმული ”მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ”…ჰო უბრალოდ ჩემთვის არსებობდა ვინმე გრანელი ამ ლექსის შემქმნელი, მის იქით არც ვინტერესდებოდი (პლუს ავღნიშნავ რომ არ ვიყავი მაინც და მაინც დიდი იმ დროს)..მაგრამ ერთ მშვენიერ ზამთრის დღეს, სახლში წიგენბის ძებნის ჩვეულ მომენტში გახლდით როდესაც დავლანდე წიგნი ლერი ალიმონაკის ავტორობით სათაურით ”კვრისი წირვები ანუ ცხოვრება ტერენტი გრანელისა”,მენიშნა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მასში ასახული და დაწერილი,შევუდექი მის კითხვას და მართლაც გულწრფელად შემიძლია ვთქვა ყოველგვარი ზედმეტი ფამილარობის გარეშე რომ ამ წიგნის მეშვეობით იმდენად ”ახლოს” შევიცანი ტერენტი გრანელის სული, მისი გონება და შინაგანი ბუნება რომ ზედმეტად ”ჩემად” ვიგულე….და მე როცა მგონია რომ ვინმე, ან რაიმე ზედმეტად ”ჩემია-ნია” ამ დროს ყველაფერი მიყვარდება და ვისისხლხორცებ…(სწორედ ასე მოხდა ალუდას შემთხვევაშიც)… ერთი სიტყვით ფართოდ გავერკვიე ტერენტის ცხოვრების არსში,რომ მისთვის მნიშნელოვანი არ იყო მატერია, მისთვის მთავარი სულის სიწმინდე, ბუნება,უფალი და პოეზია იყო…

ის ლექსში  ხედავდა სულის გადარჩენის ერთადერთ გზას…   მისი ცხოვრება მუდმივი გამოცდა იყო ბედის მიერ, მან კარგად იცოდა ბედი რასაც განუმზადებდა, ”სიკვდილს,მარტოობას,ბუნების განუზომელ სიყვარულს და მუწვდომელი პოეზიის ცისფერ მხარეს”….არასოდეს შეშინებია სიკვდილის,არაფერი ებადა ტანჯვის,მარტოობის და პოეზიის მეტი,ყველაფერი გასცა და სანაცლოდ არაფერი მოუთხოვია გარდა სიყვარულის,თანაგარძნობის და სიმშვიდის..რომელიც ვგონებ დამსახურებულად მიიღო თუმცა როგორც წესია უმეტეს წილად სიკვდილის შემდგომ..

Imageხშირად საპატიმროში მოხვედრილს ტანჯავდა მარტოობა,უადამიანობა,უმეგობრობა.მუდამ სწამდა რომ ბოროტებასთან ბრძოლოა ბოროტებაა,რომ უკეთურებასთან ბრძოლა უკეთურებაა,უწმინდურობასთან ბრძოლა რომ უწმინდურობაა..საკუთარ არსებაში ეძებდა ყოფნის აზრს,ეძებდა ხსნის გზებს,ხშირად გარედანაც უმზერია წუთისოფლისა და ბედისწერის ტრიალისთვის,გამოუღწევია საკუთარი თავიდან და დაუნახავს თავისი ცხოვრება,შეუცვნია და თანაუგრძვნია მისთვის.განა საკუთარი თავის თანაგრძნობა ყველაზე დიდი და ადამიანური გრძნობა არააა? იგი ხომ ერთადერთი გზაა ადამიანთა გულებისკენ,ჭეშმარიტი სიყვარულისა და თანადგომისაკენ..

მისი ამგვარი ნიჰილიზმი გამომდინარეობდა იმ ყოველდღიური მდგომარეობით და პირობებით რაც მის გგარშემო იყო,სოწრედ ამიტომ აღიქვამდა საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ შავთეთრი ფერებით” ჩემი ცხოვრების საგანი გახდა გლოვა, დუმილი და გაწვალება..ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს,ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები”

ბუნებაში სურდა განეჭვრიტა და შთაეგრძნო ის უცვლელობა,არსისეული და დასაბამიერი რომ არის მთელი სამყაროსთვის,მის შინაგან მზერას ხშირად შეუჩერებია და აღუბეჭდავს თვალთა გუგებში ბუნებბის სურათი,რომ ეხლია ის იდუმალება ბუნებისსა რა იდუმალებითაც სუნთაქვს და იძვრის..

მისი ცხოვრების წესად იყო ქცეული ”ციხე,საავადმყოფო,ქუჩაში ხეტიალი”.1929 წლის გვიანი შემოდგომა იყო,მწერალთა სახლში პოეზიის დიდი საღამო იყო დანიშნული,სადღაც შეიტყო და  მივიდა,საავადმყოფოდან ახალი გამოსული,სახეფერმკრთალი,თმააწეწილი,წვერმოშვრბული,დავიწყებული.გალაკტიონის სანახავად მივიდა,მაგრამ გალაკტიონი იმ საღამოს არ გამოჩენილა,დარბაზში რომ შევიდა ჯერ ჩურჩულით შეხვდნენ მის გამოჩენას,ბოლოს აჩოჩქოლდა ხალხი და მისი გამოსვლა მოითხოვეს.ნუთუ კიდევ ახსოვთ,გაუელვა თავში და ამ თანაგრძნობამ ცრემლიც მოგვარა,იგი სახემწუხარე ავიდა სცენაზე..ო,რა კარგი იქნებოდა,გალაკტიონი რომ აქ ყოფილიყო,ჩახედავდა უძირო თვალებში,იქ ჭეშმარიტ თანაგრძნობას ამოიკითხავდა და მერე სამუდამოდ გაშორდებოდა იქაურობას…დარბაზი კი სულგანაბული ელოდა..”შენ მიდოდი ნისლიან გზაზე და კანკალებდა რტოები ვაზის, გველივით გდევდა ცრემლების  ზღვაზე მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.ეს იყო დარდი, სულის დაღალვა და სისხლიანი ბედი ქრისტესი.ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან და გაწვალებდა თოვლი და ქარი.ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის”. წამით გაირინდა დარბაზი, მერე კი ტაშმა და შეძახილებმა გააყრუა იქაურობა,ბუნდოვნად და ყრუდ რომ აღწევდა მის ცნობიერებაში 😦

კარგად მოგეხსენებათ ის ფაქტი რომ გრანელი მისი ფსევდონიმია,გვარად კი კვირვკელიაა, ამიტომ ფიქრობდა რომ იმ პოეზიისათვის რომელსაც თავად ქმნიდა შეუფერებლი იყო   როგორც ”კვირკველია” ასევე ”წალენჯიხელიც”, არცერთი მოსწონდა და არც მეორე..გალაკტიონ ტაბიძე ახალი გაცნობილი ჰყავდა და  ერთხელ უთხრა   გალაკტიონმა ”დედას თუ მამას, არ ვიცი   კარგი სახელი შეურქმევიათ შენთვის,ალბათ გვარიც კარგი გექნება,მაგრამ ფსევდონიმად ”წალენჯიხელზე” უკეთესი ვერაფერი შეარჩიე??

-”არც მე მომწონს,მაგრამ რა ვქნა ძვირფასო გალაკტიონ,სადურიც ვარ,ის დავირქვი.ერთი ფსევდონიმი შევირჩიე მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ,ვყოყმანობ,არ ვიცი რა ვქნა”

-”მაინც?”  

-”გრანელი”

-”გრანელი,გრანელი,!..გრანელი?.. გრანელი?..-სხვადასხვა ხმიერებით წარმოსთვქამდა გალაკტიონი საკუთარ არსებაში იმზირებოდა და თითქო რაღაც  შორეულს უსმენდა,-”ტერენტი გრანელი,რაღა თქმა უნდა ”წალენჯიხელს” ბევრად სჯობა,პოეტურიც არის,სახელთანაც ბუნებრივად ჟღერს და კიდევ..კიდევ რაღაც იდუმალსაც მოიცავს თავის თავში”..

ამ სახელით დაუკავშირა თავისი პოეტური და ადამიანური ხვედრი პოეზიის უნაზეს საუფლოს..

სიწმინდისა და სიფაქიზის გარდა რაც მას გააჩნდა კიდევ იყო ერთი მეტად უჩევულო რაც მარადი ტანჯვის მიზეზად მიაჩნდა და წერდა კიდეც ირას ამის შესახებ, რომ მას არასოდეს ჰყვარებია ქალი ნამდვილი ჩევულებრივი მიწიერი სიყვარულით,მხოლოდ მისტიურ წარმოსახვებში ხილულ ქალს ეთაყვანებოდა..სწორედ ამიტომ მიელტვოდა ლენორას,-იდუმალ ქალს,არარსებულ უხილავ,მიუწვდომელ მშვენიერებას .

Image

”ლენორა-წმინდა,ლენორა-ერთი,ლენორა-მინდა,ლენორა-ღმერთი..ლენორა-მინდა,ლენორა-ფიქრი,ლენორა-წმინდა,;ლენორა-მიჰქრის.ლენორა-მოდის,ლენორა-მოვა,ლენორა-ლენორა-ლოდი,ლენორა-გლოვა,ლენორა-სხვებთან,ლენორა-მარტო,ლენორა-სევდა,ლენორა-დარობს…ლენორა-წმინდა,ლენორა-ერთი,ლენორა-მინდა,ლენორა-ღმერთი..”

თუმცა ტერენტი გრანელის ცხოვრებაშიც დადგა ის სასწაულებრივი მომენტი როცა ქალი შეუყვარდა ნამდვილი ხორციელი სიყვარულით,მაგრამ ისე მოულოდნელად გადაიარა და დაინგრა ვით მზე გადავილის ღრუბლიან ზეცას ქარას და აავდარში…

ეს ქალი იყო თამარ ჯაფარიძე რომელიც კიევში ცხოვრობდა..გრანელის ლექსებზე და ცხოვრებაზე თანაგრძნობით და სიყვარულით გამსჭვალული ეხმიანებოდა წერილებით ქართველ პოეტს, გრანელმაც შეიყვარა მასზე შეყვარებული ქალი და წერდა ისიც სატრფიალო წერილებს..

აქ შევწყვეტ ყოველივეს წერას,ვფიქრობ არ ღირს ზედმეტი მტკიცება და ახსნა თუ რატომ იყო ტერენტის ცხოვრება გაჯერებული გეენიით,ნიჭიერბით,ტანჯვით სიყვარულით და მოლოდინით მუდმივი მოლოდინით… ალბად ყველასათვის მეტნაკლებად ნათელია თუ რა იყო მისი ცხოვრების ნმადვილი არსი….ახლა კი თქვენის ნებართვით შევუდგები იმ ვიდეო რგორლების ატვირთვას რომელიც ზემოთ მოგახსენეთ რომელსაც თქვენი მონა მორჩილი კითხულობს..ცოდვა გამხელილი სჯობია,ჰო და გეტყვით რომ ხარისხით არ გამოირჩევა თუმცა ჩემთვის ყველაზე მნშივნელოვანი ის არის რომ უდიდესი სიიყვარულით და სიამოვნებით გავაკეთე ეს ყოველივე..იმედია თვქნეც მიიღებთ იმავე გრძნობით..

ვიმედოვნებ დავბრუნდები მალე 🙂                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

                                                                                                                                                       

მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება

ჩვენი დროის ალუდა ქეთელაური.

ივნისი 15, 2012 at 13:08 (კულტურა)

გულმა ვერ გამიძლო რომ არ დამეწერა და სულ ოდნავ მაინც არ დავცლილიყავ იმ მტანჯველი და დარდით სავსე ემოციებისაგან რასაც ალუდა ქეთელაურის გულის ფეთქვის შეწყვეტა ქვია…არ ვიცნობდი და არც არასეოდეს მქონია იმის შანსი რომ მისი ნამღერი ოდესმე მასთან ახლოს მყოფს მესმინა, უბრალოდ ვაფასებდი, ვგრძნობდი და მისი ”ენა” მესმოდა.. ამ ახალგაზრდა სულ რაღაც ოცდაოთხი წლის ვაჟკაცის ხმაში, გარეგნობასა და მზერაში რაღაც ამოუხსნელად განსხვავებული ხმა და სული ტრიალებდა…მართლადაა ნათქვამი მთაში სხვანაირი სული ტრიალებსო.. გავიხსენოთ თუნდაც თეო ქუმსიაშვილი,

 

მთის ბულბული და მშვენება როგორ ატკბობდა მისი ხმა არე-მარეს ხალხს და ბუნებას… ალუდასაებრ მის სხეულშიც არამქვეყნიური სული ”გამომწყვდეულიყო” და ალბად ორივ მათგანი ამ დაწყევლილ, ბილწ შუბრალებელ წუთისოფლიდან, ბოღმით და ღვარძლით აღვსილ ადამიანთა რიგებიდან თავის დაღწევას ლამობდნენ…მე არ მჯერა იმის რომ უფალს თავისთან სუკეთესონი განგებ მიყავს, არა მე მგონია რომ საქმე კვლავ ამა ადამიანთა დიად და განსხვავებულ სულშია, ალბად მათი შინაგანი ბუნება ვერ ეთვისება და ვერ ისისხლხორცებს ამ საწუთროს (მით უმეტეს ქართველებს რა დიდი სენი გვჭირს ”სიკვდილის შემგომ გაკერპება” მანამდე კი აინუნშიაც არ ვაგდებთ) და მიისწრაფიან ”იქ” სიწმინდისაკენ უფლისაკენ..


ყველაზე მეტად კი ალუდას თვალები მაოცებდა, არ ვიცი მხოლოდ მე ვამჩნევ თუ არა ამ ყოველივეს, რომ საოცარი სევდა, სინანული და ჯანღი იღვრებოდა მისი მზერიდან, ის მართლაც არ ეკუთვნოდა აქაურობას იგი საუკეთსოს იმსახურებდა, მაგრამ მაინც გამოიმეტა თავი და ოცადოთხი წლით ჩვენს შორის იცოცხლა, უღირს ქართველ მსემენელთა რიგებს გვაზიარა ჭეშმარიტად ქართული სულის მუსიკას, თუმც მალევე ამ ”ზიარებისაგან” მიღებული ბედნიერება უკანვე წაგვართვა და გულში უკმარისობის გრძნობა დაგვიტოვა, თითქოს დავცარიელდით , თითქოს ნელ-ნელა შეთვისებული სხეულის ნაწილი მოგწყვიტეს მაგრამ მის ნამღერს და ხმას ვერა რა ძალა ვერ მოაშთობს, ის მუდამ დარჩება ჩვენს შორის…მხოლოდ ერთი არ ეპატიება ამ ვაჟკაცს, რომ ჩვენ მისდამი სიყვარულის ზგვარს მყოფნი, როცა უკვე მთის სული ჩვენშიც იღვიძებდა უდროოდ დაგვტოვა დადუმებულნი და გაქვავებულნი… თუმც ჩვენ კიდევ რა გვიჭირს არ ვიცნობდით და არ გვქონდა იმის საშუალება, რომ მის მშობლებზე, მეგობრებზე და ახლობლებზე მეტად შეგვეყვარებოდა…ჩვენ მის ღიმს, მის მზერას და საერთოდ მის არსებას ყოველდღე ვერ ვხედავდით, მის თბილ ნაუბარს და ნამღერს კი ყოველდღე ”ცოცხლად” ვერ ვისმენდით , აი მის მეგობარნი, მშობელნიი და მის გარშემო მყოფი საზოგადოება კი ამ ყოველივეს სულ მუდამ უცქერდა, ამიტომ მესმის და ვგრძნობ თუ რაოდენ დიდი სასჯელი და სატანჯველი მიუზღო თავისიანებს იმით, რომ ალუდა აღარ სუნთქავს…
ყოველთვის როცა ჩემი გონება ამ ტრაგედიაზე ფიქრს იწყებს მაშივე ყელში ბურთი მებჯინება და იმდენად მწარე ნაღველს ვგრძნობ რომ მთელი სხეული მეწვის და ისეთი შეგრძნება მეუფლება რომ ჩემი სხეულის ყოველი უჯრედი ტირის….

კიდევ ათასგზის შემირცხვენია ქართული ტელევიზიები, ნუთუ ეს ბიჭი არ იმსახურებდა იმას, რომ მისი ხსოვნისათვის პატივი ეცათ და სულ ცოტა ორ წუთიანი სიუჟეტი მაინც მიეძღვნათ და ეთქვათ რომ საქართველომ და ხევსურეთმა უკვე მეორედ დაკარგა და უკვე მეორედ გლოვობს ალუდა ქეთელაურს, ეთქვათ რომ დღეს ოცდამეერთე საუკუნეში ცოცხლობდა ვაჟას კალმიდან და სულიდან გადმოღვრილი, ნამდვილი ქართველი მთისა და ღვთის შვილი, დავლათიანი კაცი ალუდა…მაგრამ არა, როგორ დაუშვებენ რომ ამ წაბიწულ და ჰარამხანად ქცეულ ვითომ ქართულ ”შოუბიზნეში” გარიონ ნიჭით სავსე ნამდვილი ქართველი, გულღია, კეთილი და ალალი სულის ვაჟკაცი..მართლაც ფურთხის ღირსი ხარ შენ ქართულო ტელევიზიავ და ”შოუბიზნესო”


გთხოვთ რომ არ ჩამითვალოთ ეს ჩემი ნაწერი გადაჭარბებასა და გარდაცვლილი ადამიანის მიმართ გამოხატულ ზედმეტ მლიქვნელობაში, არა უბრალოდ ეს ყველაზე მცირედი ქმედებაა რითაც შეიძლება გამოხატო შენი გრძნობები, ემოციები, გულის ტკივილი და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ არ მაქვს საშულაება პირადად მივუსამძირო ოჯახს ჩავთვალოთ, რომ ეს სამძიმრის გამოცხადება და პატივის მიგება იყო ამ ადამიანისადმი..

დასასრულს კი მინდა აკაკი წერეთლის ლექსიდან მოვიშველიო ციტატა” ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო..” ორი ხვესურის სიმი მოწყდა უკვე ”ჩონგურს” თეოსა და ალუდას სახით, სიმ დაწყვეტილი ჩონგური კი თავდაპირველ მოვალეობას ვეღარ ასრულებს რაც ერის დაკნინებასა და უკუსვლას იწვევს..

მუდმივი ბმული 5 Comments

The show must go on..Forever

ივნისი 4, 2012 at 13:08 (კულტურა)

<3<3<3<3

 

 

მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება

”მუსიკის ღმერთი” რომლის შოუც არასოდეს დასრულდება.

ივნისი 4, 2012 at 13:08 (მსოფლიო)

Image
”მე არ მინდა ვიყო უბრალოდ მომღერალი, მე ვიქნები ლეგენდა”.. ეს სიტყვები ეკუთვნის ყველა დროის საუკეთესო,უნიკალური ხმის მქონე არამქვეყნიურ არსება ფრედი მერკურს.. საოცარ ენერგიას მუხტს და სითბოს იგრძნობ მაშინ როდესაც ფრედის ვიდეო რგოლებს ადევნებ თვალ–ყურს..ენით აღუწერელი გრძნობა მეუფლება ამ გენიოსი პიროვნების მოსმენით…

Image

Image

Image
მე მასში ვპოვე ის ”რაღაც” რასაც მთელი თვრამეტი წლის მანძილზე ვეძიებდი სხვა და სხვა მომღერალთ,,ხმაში, გრძნობებსა თუ საერთოდ მათ არსებაში… არ ძალმიძს არცერთი წუთ ი ისე ვუსმენდე მის ნამღერს რომ თვალთ ცრემლი არ მომადგეს, ზოგჯერ სიხარულის და ბედნიერების, რომ ფრედი მერკური ოდესღაც სუნთქავდა, მსოფლიოს მუსიკალურ ბედნიერებას ჩუქნიდა სიცოცხლეს კი ფერადოვნებას მატებდა, ზოგჯერ კი ვტირი იმის გამო რომ ლეგენდები მარადიულნი არ არიან,ისინი ბუნებაში აღარ განმეორდებიან და გული მტკივა რომ ფრდიმ ასე ტანჯულად დაასრულა სიცოცხლე შიდსით დაინფიცირების გამო..

Image

Image

ImageImage

Image

იგი წლების განმავლობაში ებრძოდა სენს რომელმაც მას ბოლო მოუღო..მისი უძლოერესი ხასიათის თვისებები იმაში მდგომარეობდა რომ მხოლოდ მაშინ დაადასტურა ცნობა დაავადების შესახებ როდესაც ალბად იგრძნო საკუთარი აღსასრულის მოახლოვება და მართლაც განცხადებიდან ზუსტად ოცდაოთხ საათში გავრცელდა ინფორმაცია როკის მეფის ფრედი მერკურის გარდაცვალლების შესახებ..
ვფიქრობ დამეთანხმებით რომ ფრედი ნამდვილად იმსახურებდა 46 გაზაფხულზე მეტს მოსწრებოდა….ყოველივე ჩემს ნაუბარს ნუ ჩამითვლით უაზროდ ”გაკერპებაში”, რადგან თავად ვერ ვეგუები მსგავსი მენტალიტეტის საზოგადოებას..უბრალოდ ის რაც ნათელია ყოველთვის უნდა გაჟღერდეს,ნიჭიერი ადამიანნი უნდა ფასდებოდნენ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომ რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული,ვფიქრობ დავიწყებაას არასოდეს არ უნდა ”ექვემდებარებოდნენ”..

Image

ImageImage

Image

ImageImage

მას არ ქონდა ნიჭი მხოლოდ სიმღერის,ამასთანავე ის ხატავდა შესანიშნავად (აქვე მისი ნახატებიც)

Image

ImageImage

,იმდენად კარგად რომ მანამდე სანამ მსოფლიო გაიცნობდა და შეიყვარებდა თავსაც კი ირჩენდა ამ უკანასკნელთა გაყიდვით…ერთი სიტყვით მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის მქონე გახლდათ ”მეფე მერკური”

 Image(აღსანიშნავია ისიც რომ უკრავდა მუსიკალურ ინსტრუ,მენტებზე.ფორტეპიანოზე,გიტარაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე და ა.შ..)

Image

Image

Image

Image

ფართო გაგებით მუსიკა ღმერთთან,სიყვარულთან, ჰუმანურობასთან და ბედნიერებასთან გვაახლოვებს, ფრედი მერკურის უბადლო ხმა შერწყმული ულამაზეს კომპოზიციებთან ორმაგად ბედნიერს ჰუმანურს და სიყვარულით აღსავსეს გხდის…ჩემთვის და არა მარტო (ჩემთვის) მთელი მოსოფლიოსათვის ის იყო სამოციანი წლების გმირი და სამუდამოდ დარჩება გმირად,,..ის იყო ლეგენდათა ლეგენდა, საოცრებაათა საოცრება, გენიათა გენია, ის იყო ”ღმერთი მუსიკაში” და არამქვეყნიური პიროვნება ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგებში..მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი რომ ფრედი გახლადთ ”ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი” თუ შეიძლება რომ ასეც ითქვას 🙂 🙂 🙂

Image

Image

Image

Image

გასული პერიოდის განმავლობაშ თვალს ვადევნებდი ვიდეო რგოლებს სადაც მისი უკანასკნელი დღეები იყო აღბეჭდილი..საზარელი და საოცრად გულის დამწყვეტი იყო მისი ხილვა,

ImageImage

Image

Image

Image

იმდენად აშკარად ეტყობოდა დაავადების მიერ დასმული დაღი, რომელსაც მისი უბადლო ხმის 

ჟღერადობისთვისაც კი მოეხდინა ზეგავლენა..ეს სიცოცხლით აღავსე და ენერგიული ადამიანი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამქრალიოყო,სრულებით უსური და უძლური მომაკვდავის გამომეტყველებით მყოფი ”მუსიკის ღმერთი” რომლის უძვირფასეს სიცოცხლეს მილიონობით ადამიანთა სიყვარულიც კი ვერარას შველოდა, იმ ადამიანთა სიყვარული რომელნიც კონცერტზე Queen-ის და ფრდის განუსაზღვრელ სითბოს და ენერგიას ჩუქნიდა, რომელნიც მის სიმღერას მიმიკებით ,მიხვრამოხვრით და ზოგიც სიმღერითვე ყვებოდა..ImageImage

ImageImage

Image

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ამ კადრების ხილვისას ცრემლნი თავისდაუნებურად სდიოდა

თვალთაგან…

ფრედი ფიზიკურად გარდაიცვალა 20 წლის წინ თუმც ჩემს გულსა და მეხსიერებაში სამუდამდ სიცოცხლით სავსე, მომღიმარი, ძლიერი და ბედნიერი იცხოვრებს..არამარტო ჩემს მეხსიერებასა და გულში არამედ მობილურ ტელეფონშიც:)) რათა სადაც არ უნდა ვიყო მუდამ თან დავიმგზავრო მისი უნიკალური და უკვდავ კომპოზიციათა კორიანტელი…

Image

Image

Image

Image

ფრედი მერკური იყო ჩემპიონი და მისი შოუ არასოდეს დასრულდება..<3<3<3<3<3<3<3<3<3…

Image

Image

Image

Image

ImageImage


მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება

Hand ART….

თებერვალი 4, 2012 at 13:08 (კინემატოგრაფია)

ერთი სიტყვით ცოტაოდენი დრო გამოვძებნე კვლავ და მეტად საინტერესო ”რამე-რუმეებს” წავაწყდი ინტერნეტში ”მოგზაურობისას” …ეს არის Hand ART ანუ ჩვენებურად ხელის მხატვრობა, მისი წარმომავლობის სათავე და პერიოდი დანამდვილებით არ ვიცი და ინფორმაციასაც ვერ მივაკვლიე ჩემდა სამწუხაროდ, მაგრამ მოხიბლული დავრჩი იმ ფოტოების ხილვით რაც შესრულებული აქვთ..

მიუხედავად იმისა რომ მხატვრობაში კომპეტენტური არ ვარ თუმცა მოყვარულის დონეზე უფრო უკეთ მესმის ვიტყოდი რომ   ”ჰენდ არტ-ს” ვგონებ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კიჩი …  ბევრს აღარ გავაგრძელებ,ახლა მხოლოდ ფოტოების ატვირთვით შემოვიფარგლები.

ImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImageImage

 

 

მუდმივი ბმული კომენტარის დატოვება

წიგნი ჩემი სიცოცხლის ელექსირი….ანუ როგორ ვკითხულობ.

თებერვალი 3, 2012 at 13:08 (ჩემს შესახებ)

Image

”იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში, შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი” არა არა ამას მე კი არა ლიტერატურაზე სიგიჟემდე შეყვარებული ვასილ კეჟერაძე ამბობს,აი მე კი ჩემს თავს წიგნებზე შეყვარებულ მომავალ კლიმს ვუწოდებ და თუ ბედი გამიღიმებს თვით კეჟერაძეობაზეც  არ ვიტყვი უარს.
ძალზედ მცირე ასაკიდან ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, თუმცა ვაღიარებ რომ თავდაპირველად მშობლების დაჟინებული თხოვნის შედეგად გავხდი წიგნების მოყვარული, მაგრამ წარსულს თუ უფრო ჩავუღრმავდები გავიხსენებ რომ მშობლებისაგან ეს თხოვნა კი არა უფრო მოთხოვნა იყო, თანაც კატეგორიული. აი შემდეგ კი წიგნის უხილავმა ძალამ მაინც თავისი გაიტანა და შევიქენ მეც ლიტერატურის მოყვარულ ჰომოსაპიენსად.

 

Image

რაც თავი მახსოვს წიგნის კითხვის სულ რაღაც ერთგვარ მანერას ვფლობ რგორიცაა: ერთი სულ მთლად განმარტოვებული ოთახი,ადამიანებისაგან შორს მართლაც, რომ გარე სამყაროს მოწყვეტილი, ოთახში ვართ მე, ერთი ან ორი წიგნი და ჩემს გვერდით ეულად მდგარი ფინჯანი ყავა,თუ ყოველივე წესრიგშია მაშინ მეც კითხვისათვის მზად ვარ ხოლმე, აქვე ვიტყვი რომ ჩემთვის არ ააქვს მნიშვენლობა კითხვის დროს დღის რა მონაკვეთია,ვერც დღე მაფერხებს და ვერც ღამე…თუ გინდ დრო სულაც გაჩერდეს მე მაინც შეუჩერებლად ვიმოგზაურებ,ჩემს პერსონაჟებთან ერთად უსასრულობაში.

 

ვინ მოთვლის რამდენჯერ მიხეტიალია, მსოფლიოს სხვა და სხვა ლეგენდარული ქვეყნების ქუჩებში, რამდენჯერ მიმოგზაურია გულივერთან ერთად ჯუჯებისა და გოლიათების სამყაროში და რამდენჯერ მიცქერია შორიდან ამოკით შეპყრობილი,ვნებათაღელვის ქარცეცხლში მყოფი ექიმისათვის რომელიც სულ მუდამ ელოდა წამს, როდესაც გამვლელი გამოჩნდებოდა.. 

Image

ეს ყოველივე ჩემს სულსა და გონებაში იღბეჭდება,ყოველგვარი ხმამაღალი კითხივის გარეშე.
თუმცაღა ერთი მეტად უცნაური თვისება მაქვს , როდესაც წიგნში ჩემთვის ძალზედ საინტერესო,ბრძნულ და მრავლის მთქმელ ფრაზებს წავაწყდები ხოლმე, სიჩუმის ბურუსიდან ვერკვევი და რამდენჯერმე ხმამაღლა ვაჟღერებ მას რათა წარუშლელად ჩავიბეჭდო მეხსიერებაში..მსგავს უცნაურობებთან ერთად,ვფიქრობ მკითხველისათვის ერთი ეგზომ უარყოფითი თვისება მდევს თან, გამომდინარე იქიდან, რომ არაცერთხელ არ დამისრულებია კითხვა ისე რომ მოუთმენლობით შეპყრობილს და წიგნის ნახევრამდე მისულს აჩქარებით არ წამეკითხოს უკანასკნელი ფურცელი,რათა დროზე ადრე შემეტყო თუ როგორ დასრულდებოდა ნაწარმოების სიუჟეტი..შემდეგ კი კვლავ სწრაფი ტემპითა და გაასმაგებული ინტერესით ვაგრძელებდი კითხვას..როგორც ხედავთ ძალზედ მავნედ შემომჩვევია წიგნის დროზე ადრე დასრულების მოუთმენლობა:))
ერთი სიტყვით ლიტერატურულ ლაბირინთებში მოგზაურობაზე უდიდესი ნეტარება და ბედნიერება სამყაროში არ მოიძებნება.. იქ საკუთარ თავს სულ მთლად განმარტოვებული აფასებ,განსჯი და შეიცნობ..
ვიმეოდვნებ მომიტევებთ რომ გავკადნიერდები და ამჯერად ლევ ტოლსტოის დავესეხები 

Image

”მართლაც რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი, რომ ყოველდღიურად შეხვიდე მსოფლიოს უდიდეს ბრძენთა საზოგადოებაში”

 არ არსებობს გონებისგამოცოცხლების უკეთესი, საშუალება ვიდრე ძველი კლასიკოსებისკითხვაა.საკმარისია ხელში აიღო რომელიმე მათგანი თუნდაც ნახევარი სათითიკითხო და მაშინვე თავს იგრძნობ განახლებულად,მსუბუქად და განწმენდილად.

 

Image

 

მუდმივი ბმული 1 კომენტარი

Next page »