”მუსიკის ღმერთი” რომლის შოუც არასოდეს დასრულდება.

ივნისი 4, 2012 at 13:08 (მსოფლიო)

Image
”მე არ მინდა ვიყო უბრალოდ მომღერალი, მე ვიქნები ლეგენდა”.. ეს სიტყვები ეკუთვნის ყველა დროის საუკეთესო,უნიკალური ხმის მქონე არამქვეყნიურ არსება ფრედი მერკურს.. საოცარ ენერგიას მუხტს და სითბოს იგრძნობ მაშინ როდესაც ფრედის ვიდეო რგოლებს ადევნებ თვალ–ყურს..ენით აღუწერელი გრძნობა მეუფლება ამ გენიოსი პიროვნების მოსმენით…

Image

Image

Image
მე მასში ვპოვე ის ”რაღაც” რასაც მთელი თვრამეტი წლის მანძილზე ვეძიებდი სხვა და სხვა მომღერალთ,,ხმაში, გრძნობებსა თუ საერთოდ მათ არსებაში… არ ძალმიძს არცერთი წუთ ი ისე ვუსმენდე მის ნამღერს რომ თვალთ ცრემლი არ მომადგეს, ზოგჯერ სიხარულის და ბედნიერების, რომ ფრედი მერკური ოდესღაც სუნთქავდა, მსოფლიოს მუსიკალურ ბედნიერებას ჩუქნიდა სიცოცხლეს კი ფერადოვნებას მატებდა, ზოგჯერ კი ვტირი იმის გამო რომ ლეგენდები მარადიულნი არ არიან,ისინი ბუნებაში აღარ განმეორდებიან და გული მტკივა რომ ფრდიმ ასე ტანჯულად დაასრულა სიცოცხლე შიდსით დაინფიცირების გამო..

Image

Image

ImageImage

Image

იგი წლების განმავლობაში ებრძოდა სენს რომელმაც მას ბოლო მოუღო..მისი უძლოერესი ხასიათის თვისებები იმაში მდგომარეობდა რომ მხოლოდ მაშინ დაადასტურა ცნობა დაავადების შესახებ როდესაც ალბად იგრძნო საკუთარი აღსასრულის მოახლოვება და მართლაც განცხადებიდან ზუსტად ოცდაოთხ საათში გავრცელდა ინფორმაცია როკის მეფის ფრედი მერკურის გარდაცვალლების შესახებ..
ვფიქრობ დამეთანხმებით რომ ფრედი ნამდვილად იმსახურებდა 46 გაზაფხულზე მეტს მოსწრებოდა….ყოველივე ჩემს ნაუბარს ნუ ჩამითვლით უაზროდ ”გაკერპებაში”, რადგან თავად ვერ ვეგუები მსგავსი მენტალიტეტის საზოგადოებას..უბრალოდ ის რაც ნათელია ყოველთვის უნდა გაჟღერდეს,ნიჭიერი ადამიანნი უნდა ფასდებოდნენ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომ რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული,ვფიქრობ დავიწყებაას არასოდეს არ უნდა ”ექვემდებარებოდნენ”..

Image

ImageImage

Image

ImageImage

მას არ ქონდა ნიჭი მხოლოდ სიმღერის,ამასთანავე ის ხატავდა შესანიშნავად (აქვე მისი ნახატებიც)

Image

ImageImage

,იმდენად კარგად რომ მანამდე სანამ მსოფლიო გაიცნობდა და შეიყვარებდა თავსაც კი ირჩენდა ამ უკანასკნელთა გაყიდვით…ერთი სიტყვით მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის მქონე გახლდათ ”მეფე მერკური”

 Image(აღსანიშნავია ისიც რომ უკრავდა მუსიკალურ ინსტრუ,მენტებზე.ფორტეპიანოზე,გიტარაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე და ა.შ..)

Image

Image

Image

Image

ფართო გაგებით მუსიკა ღმერთთან,სიყვარულთან, ჰუმანურობასთან და ბედნიერებასთან გვაახლოვებს, ფრედი მერკურის უბადლო ხმა შერწყმული ულამაზეს კომპოზიციებთან ორმაგად ბედნიერს ჰუმანურს და სიყვარულით აღსავსეს გხდის…ჩემთვის და არა მარტო (ჩემთვის) მთელი მოსოფლიოსათვის ის იყო სამოციანი წლების გმირი და სამუდამოდ დარჩება გმირად,,..ის იყო ლეგენდათა ლეგენდა, საოცრებაათა საოცრება, გენიათა გენია, ის იყო ”ღმერთი მუსიკაში” და არამქვეყნიური პიროვნება ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგებში..მივცემ თავს უფლებას და ვიტყვი რომ ფრედი გახლადთ ”ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი” თუ შეიძლება რომ ასეც ითქვას 🙂 🙂 🙂

Image

Image

Image

Image

გასული პერიოდის განმავლობაშ თვალს ვადევნებდი ვიდეო რგოლებს სადაც მისი უკანასკნელი დღეები იყო აღბეჭდილი..საზარელი და საოცრად გულის დამწყვეტი იყო მისი ხილვა,

ImageImage

Image

Image

Image

იმდენად აშკარად ეტყობოდა დაავადების მიერ დასმული დაღი, რომელსაც მისი უბადლო ხმის 

ჟღერადობისთვისაც კი მოეხდინა ზეგავლენა..ეს სიცოცხლით აღავსე და ენერგიული ადამიანი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამქრალიოყო,სრულებით უსური და უძლური მომაკვდავის გამომეტყველებით მყოფი ”მუსიკის ღმერთი” რომლის უძვირფასეს სიცოცხლეს მილიონობით ადამიანთა სიყვარულიც კი ვერარას შველოდა, იმ ადამიანთა სიყვარული რომელნიც კონცერტზე Queen-ის და ფრდის განუსაზღვრელ სითბოს და ენერგიას ჩუქნიდა, რომელნიც მის სიმღერას მიმიკებით ,მიხვრამოხვრით და ზოგიც სიმღერითვე ყვებოდა..ImageImage

ImageImage

Image

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ ამ კადრების ხილვისას ცრემლნი თავისდაუნებურად სდიოდა

თვალთაგან…

ფრედი ფიზიკურად გარდაიცვალა 20 წლის წინ თუმც ჩემს გულსა და მეხსიერებაში სამუდამდ სიცოცხლით სავსე, მომღიმარი, ძლიერი და ბედნიერი იცხოვრებს..არამარტო ჩემს მეხსიერებასა და გულში არამედ მობილურ ტელეფონშიც:)) რათა სადაც არ უნდა ვიყო მუდამ თან დავიმგზავრო მისი უნიკალური და უკვდავ კომპოზიციათა კორიანტელი…

Image

Image

Image

Image

ფრედი მერკური იყო ჩემპიონი და მისი შოუ არასოდეს დასრულდება..<3<3<3<3<3<3<3<3<3…

Image

Image

Image

Image

ImageImage


დატოვე კომენტარი